არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის თქვენთვის ბიბლია?

რა არის თქვენთვის ბიბლია?
  • ბრძენი ადამიანების დაწერილი წიგნი?

  • მითებისა და ლეგენდების კრებული?

  • ღვთის სიტყვა?

ბიბლიაში წერია:

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).

ბიბლია . . .

გვპასუხობს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე (იგავები 2:1—5).

გვიწევს სანდო ხელმძღვანელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში (ფსალმუნი 119:105).

გვაძლევს მომავლის უტყუარ იმედს (რომაელები 15:4).

შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის?

დიახ, რადგან ამის სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს:

  • გასაოცარი ჰარმონიულობა. ბიბლიას 1600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაახლოებით 40 ადამიანი წერდა. მათი უმეტესობა არ იცნობდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა მთელი წიგნი ურთიერთშეთანხმებულია და მას ერთი მთავარი თემა გასდევს.

  • დამწერთა გულწრფელობა. ზოგი ისტორიკოსი ერიდება საკუთარი ქვეყნის მარცხის შესახებ საუბარს. მათგან განსხვავებით, ბიბლიის დამწერებმა გულწრფელად აღწერეს როგორც საკუთარი, ისე თავიანთი ერის შეცდომები (2 მატიანე 36:15, 16; ფსალმუნი 51:1—4).

  • სანდო წინასწარმეტყველებები. ბიბლიამ დაახლოებით 200 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ძველი ქალაქის, ბაბილონის დაცემა (ესაია 13:17—22). ნაწინასწარმეტყველები იყო არა მარტო ის, თუ როგორ დაეცემოდა ბაბილონი, არამედ ისიც, თუ ვინ დაიპყრობდა მას (ესაია 45:1—3).

    ზედმიწევნით შესრულდა არაერთი სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებაც. განა სწორედ ამას არ უნდა მოველოდეთ ღვთის სიტყვისგან?! (2 პეტრე 1:21).

დაფიქრდით:

როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება?

ამ კითხვას შემდეგი ბიბლიური მუხლები პასუხობს: ესაიას 48:17, 18 და 2 ტიმოთეს 3:16, 17.