არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: მაუწყებლები, რომლებიც მონაწილეობენ ლუანდაში (ანგოლა) გამართულ ღონისძიებაში. მარჯვნივ: დამთვალიერებლებს უხსნიან, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა.

12 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ანგოლა

ანგოლაში წიგნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ანგოლაში წიგნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

2024 წლის 23–28 ივლისს ლუანდაში (ანგოლა) წიგნების 39-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. მოეწყო დაახლოებით 1 800 გამოფენა, რომლებიც 100 000-მდე დამთვალიერებელმა მოინახულა. იეჰოვას მოწმეებმაც მოაწყვეს კუთხე, სადაც 9 ენაზე გამოფინეს ბიბლიური ლიტერატურა. აგრეთვე გამოყოფილი იყო სივრცე მათთვის, ვინც ბიბლიის ინტერაქტიული სასწავლო კურსით დაინტერესდებოდა. გამოფენაზე 227-ჯერ აჩვენეს სტუმრებს, თუ როგორ ტარდებოდა ბიბლიის შესწავლა; 100-ზე მეტმა მოისურვა, რომ იეჰოვას მოწმეებს მათთვის სახლში მიეკითხათ.

ერთი ქალბატონი, რომელსაც ბიბლიის შესახებ მეტის გაგების სურვილი ჰქონდა, ჩვენს კუთხეს მიუახლოვდა. მაუწყებელმა მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ქალბატონს ბევრი კითხვა ჰქონდა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა მომავალთან დაკავშირებული ბიბლიური დაპირებები. ახლა ის რეგულარულად სწავლობს ბიბლიას.

ღონისძიებაზე მისულ მამაკაცს აჩვენებენ ვებსაიტს jw.org.

კიდევ ერთი ქალბატონი გააოცა იმის გაგებამ, რომ ბიბლიის შესწავლა უსასყიდლოდ ხდებოდა. მას აუხსნეს, რომ მოწმეების მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. შემდეგ კი აჩვენეს, ვიდეო, „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“. ქალბატონი ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ შეხვედრებზე დასწრება ყველას შეეძლო და მეტის გაგების სურვილი გამოთქვა.

გამოფენას ესტუმრა ერთი ქალიც, რომელიც იქ პორტუგალიიდან იყო ჩასული. მას ძალიან გაუხარდა მოწმეების ნახვა და აღნიშნა, რომ მეზობელი ჰყავდა იეჰოვას მოწმე, ვისთანაც ხშირად საუბრობდა. მან თქვა: „თქვენი ორგანიზაციით აღფრთოვანებული ვარ და მინდა, მეტი გავიგო“. ის მაუწყებლებს შეჰპირდა, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ თავის მეზობელთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა.

გვიხარია, რომ ანგოლაში ბევრს სურს ბიბლიის შესახებ მეტის გაგება. ისინი ეხმაურებიან იეჰოვას მოწვევას და „უსასყიდლოდ იღებენ სიცოცხლის წყალს“ (გამოცხადება 22:17).