არჩეულ მასალაზე გადასვლა

5 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

2024 წლის ივლისში ბიბლია ათ ენაზე გამოიცა

2024 წლის ივლისში ბიბლია ათ ენაზე გამოიცა

მალავური ჟესტური ენა

2024 წლის 5 ივლისს მალავის ფილიალის კომიტეტის წევრმა კოლინ კარსონმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მალავურ ჟესტურ ენაზე. ეს განცხადება ლილონგვეში (მალავი) გამართული კონგრესის „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“ პირველ დღეს გაკეთდა. შეხვედრას ესწრებოდა 331 ადამიანი. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე.

ეს არის „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ პირველი სრული თარგმანი მალავურ ჟესტურ ენაზე. ამ ენაზე 400 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. ამჟამად ქვეყანაში 16 ჟესტურენოვან კრებასა და 8 ჯგუფში 600-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

სიბემბა

2024 წლის 19 ივლისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გეიჯ ფლიგლმა გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია სიბემბა ენაზე. ეს განცხადება ნდოლაში (ზამბია) გამართული კონგრესის „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“ პირველ დღეს გაკეთდა. შეხვედრას ადგილზე 23 336 ადამიანი დაესწრო, ხოლო ვიდეოკონფერენციის მეშვეობით პროგრამა 5 920-მა ადამიანმა მოისმინა 5 სხვადასხვა ადგილიდან. დელეგატებმა მაშინვე მიიღეს ამ გამოცემის ბეჭდური ვერსია, აგრეთვე ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული ვერსია და წიგნების – რუთი, 1 იოანე, 2 იოანე და 3 იოანე, აუდიოჩანაწერები.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სიბემბა ენაზე პირველად 2008 წელს გამოიცა. ზამბიაში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი საუბრობს ამ ენაზე, მათ შორის არის 131 351 მაუწყებელი, რომლებიც 1 856 კრებასა და 8 ჯგუფში მსახურობენ.

კიჩე

2024 წლის 19 ივლისს ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა ხოსე ტორესმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ კიჩე ენაზე. ეს განცხადება სან-ლუკას-საკატეპეკესში (გვატემალა) გამართულ კონგრესზე „აუწყეთ სასიხარულო ცნობა“ გაკეთდა. 405-ვე დამსწრეს დაურიგდა ამ თარგმანის ბეჭდური ვერსია. ელექტრონული ვერსიაც მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.

კიჩე ენაზე მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს, რომელთა უმეტესობაც გვატემალაში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში პირველი კიჩეენოვანი კრება 2010 წელს ჩამოყალიბდა. დღეს ამ ტერიტორიაზე 16 კიჩეენოვან კრებაში 387 მაუწყებელი მსახურობს.

ჩუაბო, მახუვა-მეტო, მაკუა-შირიმა, ნსენგა (მოზამბიკი), ფიმბი, ტევე, ტშვა

2024 წლის 28 ივლისს მაპუტოში (მოზამბიკი) გაიმართა სპეციალური შეხვედრა, რომელსაც ადგილზე 26 025 ადამიანი დაესწრო, ხოლო 64 570 ადამიანი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით 16 სხვადასხვა ადგილიდან ისმენდა.

ამ შეხვედრაზე გეიჯ ფლიგლმა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი გახდა რამდენიმე ახალი თარგმანის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები. „მათეს სახარება“ გამოიცა მახუვა-მეტო, მაკუა-შირიმა და ნსენგა (მოზამბიკი) ენებზე; „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩუაბო, ფიმბი და ტევე ენებზე; ხოლო ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტშვა ენაზე.

გვახარებს, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სრულად თუ ნაწილობრივ უკვე 300-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი!