18 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
„იეჰოვა დამაჯილდოებს“
ვისელკოვსკის რაიონული სასამართლო (კრასნოდარის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ვასილინა პენსკაიას საქმეზე. ბრალდების მხარეს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
გვახარებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება თითოეული მსახური, რომელიც მისი სახელის გამო იდევნება. დარწმუნებული ვართ, რომ თავიანთი ნამოქმედარისთვის ისინი ჯილდოს მიიღებენ (იერემია 31:16).
დროის დიაგრამა
2022 წლის 13 თებერვალი
გაჩხრიკეს ვასილინას სახლი.
2023 წლის 23 მაისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალად დასდეს სხვებთან ბიბლიის შესახებ საუბარი და იეჰოვას მოწმეების მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობა. დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები.
2023 წლის 18 ივლისი
დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2024 წლის 31 იანვარი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.