23 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 25 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | ისინი სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას
2024 წლის 25 ოქტომბერს პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ (იჟევსკი, უდმურტეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ევგენი სტეფანიდინი და ალექსანდრე ვოტიაკოვი. სასამართლოს გადაწყვეტილებით ევგენის ექვსწლიანი, ალექსანდრეს კი ექვსწელიწად-ნახევრიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ალექსანდრესა და ევგენის მსგავსად ჩვენც დიდ პატივად მივიჩნევთ იმას, რომ უშიშრად ვემსახურებით იეჰოვას მთელი ცხოვრება (ლუკა 1:74, 75).
დროის დიაგრამა
2021 წლის 14 აპრილი
გაჩხრიკეს ევგენის სახლი.
2022 წლის 13 დეკემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ალექსანდრესა და ევგენის წინააღმდეგ.
2022 წლის 14 დეკემბერი
გაჩხრიკეს ორივეს სახლი. ალექსანდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ევგენის კი გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2022 წლის 15 დეკემბერი
ალექსანდრე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2023 წლის 9 ივნისი
ალექსანდრე გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 17 აგვისტო
დაიწყო სასამართლო მოსმენა.