გამოსვლა 32:1—35

  • ოქროს ხბოს თაყვანისცემა (1—35).

    • მოსეს უცნაური ხმა ესმის (17, 18).

    • მოსე ფილებს ამსხვრევს (19).

    • ლევიანები იეჰოვას ერთგულობენ (26—29).

32  დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას.+ შეიკრიბნენ აარონთან და უთხრეს: „გაგვიკეთე ღმერთი, რომ წაგვიძღვეს,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა“.  აარონმა მიუგო: „მოხსენით ოქროს საყურეები+ თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მომიტანეთ“.  მოიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები და მიუტანა აარონს.  გამოართვა მან ოქრო, გააკეთა ხბოს ქანდაკება+ და საჭრისით დაამუშავა. ხალხი ამბობდა: ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანაო.+  ეს რომ აარონმა დაინახა, მის წინ სამსხვერპლო ააგო და შესძახა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“  მეორე დღეს დილაადრიან ადგნენ და დაიწყეს დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა. შემდეგ დასხდნენ, ჭამეს, სვეს, მერე კი სამხიარულოდ წამოიშალნენ.+  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი, შენმა ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, თავი წაიბილწა!+  მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომლითაც, ჩემი ბრძანებისამებრ, უნდა ევლოთ.+ გაიკეთეს ხბოს ქანდაკება, პირქვე ემხობიან მის წინაშე, მსხვერპლს სწირავენ და ამბობენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანაო“.  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ვხედავ, რომ ჯიუტია ეს ხალხი.+ 10  დიდად ვარ მათზე განრისხებული; ამიტომ მიმიშვი და ახლავე მუსრს გავავლებ, შენგან კი დიდ ერს წარმოვშობ“.+ 11  მოსე იეჰოვას, თავის ღმერთს, შეევედრა:+ «იეჰოვა, რატომ უნდა მოსპო შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი მკლავით გამოიყვანე?!+ 12  რატომ უნდა ათქმევინო ეგვიპტელებს, ბოროტი განზრახვით გაიყვანა ეგვიპტიდან, რომ მთებში დაეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო?!+ დააცხრე შენი რისხვა და ნუღარ დაატეხ უბედურებას შენს ხალხს. 13  გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და ისრაელი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე: „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ თქვენს შთამომავალს+ და მივცემ აღთქმულ მიწას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდროს“».+ 14  გადაიფიქრა იეჰოვამ და აღარ დაატეხა თავის ხალხს უბედურება.+ 15  შეტრიალდა მოსე და ჩავიდა მთიდან. ხელში მოწმობის ორი ფილა+ ეჭირა,+ ორივე მხარეს დაწერილი, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. 16  ფილები ღვთის ნაკეთები იყო და, რაც ზედ ეწერა, ისიც ღვთის მიერ იყო ამოტვიფრული.+ 17  იესო ნავეს ძეს ხალხის ყვირილის ხმა მოესმა და მოსეს უთხრა: „ბრძოლის ყიჟინაა ბანაკში“. 18  მან მიუგო: „ეს არც გამარჯვების სიმღერაადა არც დამარცხების მოთქმა;სულ სხვა ხმაა“. 19  როგორც კი მოსე ბანაკს მიუახლოვდა და დაინახა ხბო+ და ხალხის ცეკვა, განრისხდა, ძირს დაყარა ფილები და დაიმტვრა ისინი.+ 20  აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, შემდეგ მტვრად აქცია,+ წყალზე მოაფრქვია და ისრაელებს დაალევინა.+ 21  მოსემ აარონს უთხრა: „რა გაგიკეთა ამ ხალხმა, რომ ამხელა ცოდვა ჩაადენინე?“ 22  აარონმა მიუგო: „ნუ განმირისხდები, ჩემო ბატონო. შენც კარგად იცი, რომ ეს ხალხი ბოროტებისკენ არის მიდრეკილი.+ 23  მითხრეს, გაგვიკეთე ღმერთი, რომ წაგვიძღვეს, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანაო.+ 24  მეც ვუთხარი, ვისაც ოქრო აქვს, მოიხსნას და მომიტანოს-მეთქი; ჩავყარე ცეცხლში და ეს ხბო გამოვიდა“. 25  დაინახა მოსემ, რომ აიშვა თავი ხალხმა, ვინაიდან აარონმა არ შეაკავა ისინი; მათ მტრის დასაცინად გაიხადეს თავი. 26  დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და დაიძახა: „ვინც იეჰოვას მხარეს ხართ, ჩემთან მოდით!“+ ყველა ლევიანი მასთან შეიკრიბა. 27  მოსემ მათ უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „ყველამ შეიბით მახვილები. მოიარეთ მთელი ბანაკი და მოკალით თითოეულმა თქვენი ძმა, მეზობელი თუ ახლობელი“».+ 28  ლევიანები მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ; იმ დღეს მათ 3 000-მდე კაცი მოკლეს. 29  მოსემ მათ უთხრა: „იეჰოვას მსახურებას მიეძღვენით დღეიდან, რადგან თითოეული თქვენგანი თავის ძესა და ძმას შეებრძოლა.+ დღეს გაკურთხებთ იგი“.+ 30  მეორე დღეს მოსემ ხალხს უთხრა: „უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეთ. ავალ იეჰოვასთან, იქნებ გამოვისყიდო თქვენი ცოდვა“.+ 31  დაბრუნდა მოსე იეჰოვასთან და უთხრა: „ამ ხალხმა მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა; ოქროს ღმერთი გაიკეთა!+ 32  გთხოვ, მიუტევე მათ ეს ცოდვა,+ თუ არადა, ამომშალე შენი წიგნიდან“.+ 33  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. 34  ახლა წადი და წაიყვანე ხალხი იქ, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება+ და განსჯის დღეს პასუხს ვაგებინებ მათ თავიანთი ცოდვის გამო“. 35  დაიწყო იეჰოვამ ხალხის დასჯა იმის გამო, რომ აარონს ხბო გააკეთებინეს.

სქოლიოები