იოანეს გამოცხადება 1:1—20

  • იესოს მეშვეობით მიღებული გამოცხადება ღვთისგან (1—3).

  • მისალმება შვიდ კრებას (4—8).

    • „მე ვარ ალფა და ომეგა“ (8).

  • იოანე შთაგონებით უფლის დღეში (9—11).

  • განდიდებული იესოს ხილვა (12—20).

1  იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო,+ რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის,+ რაც მალე უნდა მოხდეს. მან თავისი ანგელოზი გაგზავნა და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს,+  რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და იმის შესახებ, რაც ნახა.  ბედნიერია ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს+ და ისინიც, ვინც ისმენენ და იცავენ ამ სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო მოახლოებულია.  იოანეს მიმართვა აზიის შვიდ კრებას:+ არ მოგკლებოდეთ მისი წყალობა და მშვიდობა, „ვინც არის, იყო და მოდის“,+ და იმ შვიდი სულის წყალობა+ და მშვიდობა, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,  და იესო ქრისტეს — „ერთგული მოწმის“,+ „მკვდართაგან პირმშოსა“+ და „დედამიწის მეფეთა მთავრის“+ — წყალობა და მშვიდობა! დიდება და ძლევამოსილება მარადიულად მას, ვისაც ვუყვარვართ+ და ვინც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა ჩვენი ცოდვებისგან,+  და თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ+ და მღვდლებად+ გვაქცია. ამინ!  ღრუბლებით მოდის ის+ და ყოველი თვალი დაინახავს მას, ისინიც კი, ვინც ის განგმირა; დედამიწის ყველა ტომი მის გამო მწუხარებისგან მკერდში მჯიღის ცემას მოჰყვება.+ ამინ!  „მე ვარ ალფა და ომეგა*,+ — ამბობს იეჰოვა* ღმერთი, — ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“.+  მე, თქვენი ძმა იოანე, იესოს მიმდევრობისთვის+ თქვენთან ერთად გასაჭირში მყოფი,+ თქვენთან ერთად სამეფოს+ მოზიარე და ყოველივეს მომთმენი,+ კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღვთისა და იესოს შესახებ ქადაგების გამო. 10  შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი და უკნიდან შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა, 11  რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას ეფესოში,+ სმირნაში,+ პერგამონში,+ თიატირაში,+ სარდისში,+ ფილადელფიასა+ და ლაოდიკეაში“.+ 12  მივბრუნდი, რომ დამენახა, ვინ მელაპარაკებოდა და დავინახე შვიდი ოქროს სალამპრე+ 13  და სალამპრეებს შორის ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი,+ რომელსაც გრძელი სამოსელი ემოსა და მკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. 14  თავი და თმა მატყლივითა და თოვლივით თეთრი ჰქონდა, თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა,+ 15  ფეხები — ღუმელში გავარვარებულ სუფთა სპილენძს,+ ხმა კი — წყალთა ხმაურს; 16  მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა;+ მისი პირიდან ბასრი, დიდი ორლესული მახვილი+ გამოდიოდა და სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა.+ 17  როცა დავინახე, მის ფეხებთან მკვდარივით დავეცი. მან მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია. მე ვარ პირველი+ და უკანასკნელი.+ 18  ცოცხალი ვარ!+ მკვდარი ვიყავი,+ მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ და მარადიულად ვიცოცხლებ;+ ჩემს ხელთაა სიკვდილისა და სამარის* გასაღებები.+ 19  ამიტომ დაწერე ის, რაც ნახე, რაც ახლა ხდება და რაც ამის შემდეგ მოხდება. 20  აი წმინდა საიდუმლო შვიდი ვარსკვლავის შესახებ, ჩემს მარჯვენა ხელში რომ იხილე, და შვიდი ოქროს სალამპრის შესახებ: შვიდი ვარსკვლავი შვიდი კრების ანგელოზებს განასახიერებს, შვიდი სალამპრე კი — შვიდ კრებას“.+

სქოლიოები

ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.
ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).