დანიელი 7:1—28

  • ხილვაში ნანახი ოთხი მხეცი (1—8).

    • ამპარტავნულად მოლაპარაკე მომცრო რქის ამოსვლა (8).

  • მარად არსებული გასამართლებას იწყებს (9—14).

    • კაცის ძის გამეფება (13, 14).

  • დანიელისთვის ცხადი ხდება ხილვის მნიშვნელობა (15—28).

    • ოთხი მხეცი ოთხ მეფეს განასახიერებს (17).

    • სამეფოს წმინდები მიიღებენ (18).

    • აღდგება ათი რქა ანუ ათი მეფე (24).

7  ბაბილონის მეფე ბელშაცარის+ მეფობის პირველ წელს დანიელმა სიზმარი და ხილვები იხილა თავის საწოლში.+ ჩაწერა მან ეს სიზმარი;+ ყველაფერი ზედმიწევნით აღწერა.  დანიელმა ასე დაიწყო: «ღამით ხილვები მქონდა; ვიხილე, რომ ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აღელვებდა.+  ზღვიდან ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი უზარმაზარი მხეცი+ ამოვიდა.  პირველი მხეცი ლომს ჰგავდა+ და არწივის ფრთები ჰქონდა.+ დავინახე, რომ ფრთები დააგლიჯეს; შემდეგ წამოაყენეს მიწიდან და კაცივით ორ ფეხზე დააყენეს. მას კაცის გული მიეცა.  სხვა, მეორე მხეციც ვიხილე, რომელიც დათვს ჰგავდა.+ ცალი მხარი აწეული ჰქონდა და კბილებით სამი ნეკნი ეჭირა. მას უთხრეს, ადექი და ბევრი ხორცი ჭამეო.+  გავიხედე და კიდევ ერთი მხეცი დავინახე, რომელიც ჯიქს* ჰგავდა.+ მას ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა. მხეცი ოთხთავიანი იყო;+ მას ძალაუფლება მიეცა.  ღამის ხილვებში მეოთხე მხეციც ვიხილე, საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი. მას რკინის დიდი კბილები ჰქონდა და ნთქავდა და მუსრავდა ყველაფერს, ხოლო რაც რჩებოდა, ფეხით თელავდა.+ ის განსხვავდებოდა წინამორბედი მხეცებისგან. მას ათი რქა ჰქონდა.  რქებს რომ ვაკვირდებოდი, მათ შორის კიდევ ერთი, მომცრო რქა ამოვიდა,+ პირველი სამი რქა კი ამოვარდა. ამ რქის თვალები ადამიანის თვალებს ჰგავდა და მისი პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.+  დავინახე, რომ დაიდგა ტახტები და დაჯდა+ მარად არსებული*.+ მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო+ და თმა — მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ტახტის ბორბლები კი — მოგიზგიზე ცეცხლივით.+ 10  მის წინ ცეცხლის ნაკადი მიედინებოდა.+ ათასობით ათასი ემსახურებოდა და ათიათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე.+ დაიწყო სასამართლო+ და გადაიშალა წიგნები. 11  თვალს არ ვაშორებდი ამ ყოველივეს, რადგან მესმოდა რქის ამპარტავნული ლაპარაკი;+ დავინახე, რომ მხეცი მოკლეს, შემუსრეს და დაწვეს; 12  სხვა მხეცებს+ კი წაერთვათ ძალაუფლება და სიცოცხლე დროითა და ვადით გაუხანგრძლივდათ. 13  აი, კიდევ რა ვნახე ღამის ხილვაში: ცის ღრუბლებით მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის+ მსგავსი. მას მარად არსებულთან+ მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. 14  მას მიეცა ძალაუფლება,+ დიდება+ და სამეფო, რათა ყველანი — ხალხები, ერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი — მისი მსახურები ყოფილიყვნენ.+ მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ დასრულდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა.+ 15  მე, დანიელი, ჩემმა ხილვებმა შემაშინა და სული ამიფორიაქა.+ 16  ახლოს მივედი ერთ-ერთ იქ მდგომთან, რომ მეკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე, და მანაც ამიხსნა: 17  „ეს ოთხი უზარმაზარი მხეცი+ ოთხი მეფეა, რომლებიც დედამიწიდან წამოდგებიან,+ 18  მაგრამ სამეფოს უზენაესის წმინდები+ მიიღებენ.+ ისინი ამ სამეფოში მარადიულად, სამარადისოდ იმეფებენ“.+ 19  მსურდა, მეტი გამეგო მეოთხე მხეცის შესახებ, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავდებოდა, თავზარდამცემი იყო, რკინის კბილები და სპილენძის ბრჭყალები ჰქონდა, ყველაფერს ნთქავდა და მუსრავდა, ხოლო რაც რჩებოდა, ფეხით თელავდა,+ 20  აგრეთვე იმ ათი რქის+ შესახებ, თავზე რომ ჰქონდა და იმ სხვა რქის შესახებ, რომელიც ამოვიდა და რომლის წინაც სამი რქა ამოვარდა,+ იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალები ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი იყო. 21  ვხედავდი, რომ ეს რქა წმინდებს ებრძოდა და ჯაბნიდა;+ 22  ბოლოს მოვიდა მარად არსებული+ და უზენაესის წმინდების+ სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი; დადგა წმინდათათვის სამეფოს გადაცემის დრო.+ 23  აი, რა მითხრა მან: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფოა, რომელიც დედამიწაზე იქნება. ის სხვა სამეფოებისგან განსხვავებული იქნება. შთანთქავს მთელ დედამიწას, გათელავს და შემუსრავს.+ 24  ათი რქა ათი მეფეა, რომლებიც ამ სამეფოდან აღდგებიან. მათ შემდეგ კიდევ ერთი აღდგება და ის წინამორბედთაგან განსხვავებული იქნება. ის სამ მეფეს დაამდაბლებს.+ 25  იგი უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს,+ განუწყვეტლივ შეავიწროებს უზენაესის წმინდებს და დროებისა და კანონის შეცვლას განიზრახავს. ისინი მის ხელში იქნებიან, ვიდრე არ გავა დრო, დროები და ნახევარი დრო*.+ 26  შემდეგ დაიწყო სასამართლო და წაართვეს მას ძალაუფლება, რათა მოესპოთ და შეემუსრათ იგი.+ 27  სამეფო, ძალაუფლება და ცისქვეშეთის სამეფოების სიდიადე ხალხს, უზენაესის წმინდებს, გადაეცათ.+ მათი სამეფო მარადიული სამეფოა;+ მათ მოემსახურება და დაემორჩილება ყველა მმართველობა“. 28  ეს არის ამ ამბის დასასრული. მე, დანიელი, ძლიერ შემაშფოთა ჩემმა ფიქრებმა და ფერი წამივიდა, მაგრამ გულში ჩავიმარხე ეს ყოველივე».

სქოლიოები

იგივე ლეოპარდი.
სიტყვასიტყვით — „დღეებით მრავალი“, „დღეებით ძველი“.
ანუ სამ-ნახევარი დრო.