ესაია 10:1—34
10 ვაი მათ, ვინც საზიანო წესებს ადგენენ+და გამუდმებით სასტიკ ბრძანებულებებს გამოსცემენ,
2 ღარიბის სარჩელი რომ უკუაგდონდა ჩემი ხალხიდან ჩაგრულთ სამართალი არ გაუჩინონ,+ქვრივების ქონება რომ დაიტაცონდა ობლები გაძარცვონ!+
3 რას იზამთ იმ დღეს, როცა პასუხს მოგთხოვენ,+როცა თქვენი განადგურება შორიდან მოვა?!+
ვისთან გაიქცევით დახმარებისთვის+და ვის დაუტოვებთ თქვენს სიმდიდრეს*?!
4 პატიმრებს შორის წელში მოიხრებითან დახოცილებს შორის ეყრებით.
მათი ურჩობის გამო არ დამცხრალა მისი რისხვადა კვლავ გაწვდილი აქვს ხელი მათ დასაღუპავად.+
5 «აი ასურელი,+ჩემი რისხვის კვერთხი!+მათ ხელშია ჩემი შერისხვის ჯოხი!
6 განდგომილი ერის წინააღმდეგ გავგზავნი მას,+მათ წინააღმდეგ, ვინც განმარისხა;ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს, დაიტაცოსდა ქუჩის ტალახივით გათელოს.+
7 მაგრამ ის სხვა რამეს განიზრახავსდა სხვა რამისკენ გაუწევს გული,რადგან განადგურებასდა მრავალი ხალხის მოსპობას იზრახავს.
8 ის ამბობს:„ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?!+
9 განა ქალნო+ ქარხემიშივით+ არ არის?!
განა ხამათი+ არფადივით+ არ არის?!
განა სამარია+ დამასკოსავით+ არ არის?!
10 მისწვდა ჩემი ხელი უსარგებლო ღმერთების სამეფოებს,სადაც უფრო მეტი ქანდაკებაა, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაში.+
11 განა ასევე არ მოვექცევი იერუსალიმსა და მის კერპებს,შემდეგ კი სამარიასა და მის უსარგებლო ღმერთებს?!“+
12 იეჰოვა დაასრულებს ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, და დასჯის ასურეთის მეფეს მისი კადნიერი გულისა და მედიდური, ამაყი მზერის გამო,+
13 რადგან ის ამბობს:„ჩემი ძალითა და ჩემი სიბრძნით ვიმოქმედებ,
რადგან ბრძენი ვარ.მოვარღვევ ხალხთა საზღვრებს,+
წავართმევ მათ განძს+და ძლიერი კაცივით დავიმორჩილებ მათ მკვიდრებს.+
14 როგორც კაცი დასწვდება ბუდეს,ისე დავწვდები ხალხთა სიმდიდრეს.როგორც კაცი აგროვებს მიტოვებულ კვერცხებს,მეც ისე შევაგროვებ ყველაფერს მთელ დედამიწაზე.
ფრთასაც ვერავინ დაიქნევს, პირსაც ვერავინ გააღებს და ვერც ვერავინ დაიჭიკჭიკებს“».
15 განა გაუდიდგულდება ცული მჩეხავს
ანდა ხერხი — მხერხავს?!
განა ჯოხი+ მოიქნევს მის მომღერებელს
ანდა კეტი მოიღერებს მის დამჭერს?!
16 ამიტომ ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,დამაუძლურებელ სენს შეჰყრის მის ძლიერებს+და ცეცხლს შეუნთებს მის დიდებას.+
17 ცეცხლად იქცევა+ ისრაელის სინათლე,+მისი წმინდა — ალად;აბრიალდება და ერთ დღეში შთანთქავს მის სარეველებსა და ეკლიან ბუჩქებს.
18 ის გააცამტვერებს მისი ტყისა და ხილნარის დიდებას;ეს ისე იქნება, თითქოს სნეული ჩამოხმაო.+
19 მისი ტყიდან იმდენი ხე დარჩება,რომ ბავშვიც კი შეძლებს მათ დათვლას.
20 იმ დღიდან ისრაელში დარჩენილებიდა იაკობის შთამომავლობიდან გადარჩენილებიაღარ დაენდობიან მას, ვინც თავს დაესხა მათ.+
ისინი იეჰოვას, ისრაელის წმინდას, მიენდობიანდა მას უერთგულებენ.
21 ძლიერ ღმერთს მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდება,იაკობის შთამომავალთაგან დარჩენილნი.+
22 ისრაელო, შენი ხალხი,ზღვის ქვიშასავით რომც იყოს,მისგან მხოლოდ ნაწილი დაბრუნდება.+
გადაწყვეტილია თქვენი შემუსვრა+და სამართლიან სასჯელს დაიტეხთ.+
23 დიახ, უზენაეს უფალს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, აქვს გადაწყვეტილი თქვენი შემუსვრა,ის მთელ მიწაზე აღასრულებს ამას.+
24 ამიტომ, აი, რას ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ნუ გეშინია, სიონში მცხოვრებო ჩემო ხალხო, ასურელისა, რომელიც ჯოხს+ გირტყამდა და ეგვიპტის მსგავსად კვერთხს გიღერებდა.+
25 ცოტაც და დასრულდება შერისხვა; მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული ჩემი რისხვა და განადგურდებიან ისინი.+
26 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოუქნევს მას მათრახს+ ისე, როგორც მიდიანის დამარცხებისას მოიქნია ორების კლდესთან.+ მისი კვერთხი ზღვაზე იქნება გაწვდილი და აღმართავს მას, როგორც მაშინ, როცა ეგვიპტე დაამარცხა.+
27 იმ დღეს ჩამოგეხსნება მხრიდან მისი ტვირთი+და კისრიდან — მისი უღელი;+გატყდება უღელი+ ზეთის გამო“.
28 ის მივიდა აიათში;+მიგრონზე გაიარა,მიქმაშში+ ინახავს თავის ბარგს.
29 ფონს გავიდა,გებაში+ ათევს ღამეს;რამა შიშისგან კანკალებს, საულის გიბა+ გაიქცა.+
30 იკივლე, გალიმის ასულო!
იფრთხილე, ლაიშა!
ვაი, საცოდავო ანათოთო!+
31 მადმენა გაიქცა,
თავს უშველეს გებიმის მაცხოვრებლებმა.
32 იმ დღეს ის ნობში გაჩერდება.+
ის მუშტს უღერებს სიონის ასულის მთას,იერუსალიმის გორას.
33 აი, ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,ჭახანით ჭრის ტოტებს;+ტანმაღალი ხეები იჭრებიანდა აშოლტილნი ემხობიან.
34 ის ცულით კაფავს ბუჩქნარს;ძლიერი დასცემს ლიბანს.
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „დიდებას“.