მათეს სახარება 19:1—30

  • ქორწინება და გაყრა (1—9).

  • დაუქორწინებლობის ძღვენი (10—12).

  • იესო ბავშვებს აკურთხებს (13—15).

  • მდიდარი ახალგაზრდა კითხვას უსვამს იესოს (16—24).

  • სამეფოსთვის გაღებული მსხვერპლი (25—30).

19  როცა იესომ ეს სიტყვები დაასრულა, წავიდა გალილეიდან და იორდანის გაღმა იუდეის მოსაზღვრე მხარეს მიადგა.+  დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას და ისიც კურნავდა მათ.  მაშინ ფარისევლები მივიდნენ მასთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით შეიძლება ცოლთან გაყრა?“+  მან მიუგო: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა+  და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიანო?+  ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“.+  შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ბრძანა მოსემ, რომ ცოლთან გაყრის მსურველს მისთვის გაყრის მოწმობა მიეცა?“+  მან უპასუხა: „მოსემ თქვენი სიჯიუტის გამო მოგცათ ნება, რომ გაყროდით ცოლებს,+ თავიდან კი ეს ასე არ ყოფილა.+  გეუბნებით: თუ ქმარი ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის* გამო, და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“.+ 10  მოწაფეებმა უთხრეს მას: „თუკი ასეა, უმჯობესია, საერთოდ არ მოიყვანოს კაცმა ცოლი“. 11  იესომ უთხრა: „ყველა ვერ იცხოვრებს ამ სიტყვების თანახმად, არამედ მხოლოდ ის, ვისაც ძღვენი აქვს ბოძებული.+ 12  არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდანვე ასეთები დაიბადნენ; არიან საჭურისები, რომლებიც სხვებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისები, რომლებმაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია ასე ცხოვრება, იცხოვროს“.+ 13  მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ეკურთხებინა* ისინი და ელოცა მათთვის, მაგრამ მოწაფეები უშლიდნენ მათ.+ 14  იესომ მოწაფეებს უთხრა: „თავი დაანებეთ ბავშვებს, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ზეციერი სამეფო“.+ 15  შემდეგ აკურთხა ისინი და წავიდა იქიდან. 16  მივიდა მასთან ერთი და ჰკითხა: „მოძღვარო, რომელი კარგი საქმეები უნდა ვაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?“+ 17  მან უთხრა: „მე რატომ მეკითხები, რა არის კარგი? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა.+ თუ სიცოცხლის მიღება გინდა, მცნებები დაიცავი!“+ 18  „რომელი მცნებები?“ — ჰკითხა მან. იესომ მიუგო: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ იქურდო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ 19  პატივი ეცი მამას და დედას+ და მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 20  ახალგაზრდამ უთხრა: „მაგ ყველაფერს ვიცავ, რაღა მაკლია?“ 21  იესომ მიუგო: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში;+ მერე მოდი და გამომყევი!“+ 22  ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდა დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+ 23  მაშინ იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდიდარს გაუძნელდება ზეციერი სამეფოს დამკვიდრება.+ 24  გეუბნებით: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში!“+ 25  მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ იესოს ნათქვამი და იკითხეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?!“+ 26  იესომ შეხედა მათ და უთხრა: „ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი, თორემ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+ 27  მაშინ პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. რას მივიღებთ ამისთვის?“+ 28  იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივეს აღდგენისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, 12 ტახტზე დასხდებით და ისრაელის 12 ტომს გაასამართლებთ.+ 29  ყოველი, ვინც ჩემი სახელის გულისთვის დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული, ასმაგად მიიღებს ყველაფერს და დაიმკვიდრებს მარადიულ სიცოცხლეს.+ 30  მრავალი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ბოლო კი — პირველი“.+

სქოლიოები

ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ხელები დაედო“.