ფსალმუნები 127:1—5

  • ღვთის გარეშე ყველაფერი ამაოა.

    • „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს“ (1).

    • შვილები მემკვიდრეობაა ღვთისგან (3).

აღსავალი სიმღერა. სოლომონის ფსალმუნი. 127  თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,ტყუილად ირჯებიან მშენებლები;+ თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს,+ტყუილად ფხიზლობს გუშაგი.   ტყუილად დგებით ადრიანად,ტყუილად ხართ ფეხზე გვიანობამდე,ტყუილად ირჯებით საზრდოსთვის,რადგან ის მასზე ზრუნავს და მას ჰგვრის ტკბილ ძილს, ვინც უყვარს.+   შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან,+ჯილდოა მუცლის ნაყოფი!+   როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში,ისე არიან სიყრმის შვილები.+   ბედნიერია კაცი, რომელმაც კაპარჭი აივსო მათით.+არ შერცხვებიან*, რადგან პასუხს გასცემენ ისინი* მტრებს კარიბჭესთან.

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდნენ მამები.
შესაძლოა იგულისხმებოდნენ შვილები.