ფსალმუნები 77:1—20
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*. ასაფის+ საგალობელი.
77 ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს,შევღაღადებ და ისიც ყურს მომაპყრობს.+
2 ვეძებ იეჰოვას გასაჭირის ჟამს,+
მთელი ღამე მისკენ მაქვს ხელი აპყრობილი.
ვერ ვპოულობ ნუგეშს.
3 როცა ვიხსენებ ღმერთს, ვგმინავ;+დამწუხრებული და დაუძლურებული ვარ.+ (სელა)
4 თვალი არ მომახუჭინე;აფორიაქებული ვარ და ვერ ვლაპარაკობ.
5 ვფიქრობ გარდასულ დღეებზე,+შორეულ წარსულზე.
6 ღამით ვიხსენებ ჩემს სიმღერას;+ფიქრს ვეძლევი+
და გულმოდგინედ ვიკვლევ ყოველივეს.
7 ნუთუ სამუდამოდ მიგვაგდო იეჰოვამ?!+
ნუთუ აღარ მოუბრუნდება გული ჩვენზე?!+
8 ნუთუ გაქრა მისი ურყევი სიყვარული*?!
ნუთუ ვეღარ იხილავენ მომავალი თაობები მისი დანაპირების შესრულებას?!
9 ნუთუ დაივიწყა ღმერთმა წყალობის ქმნა+ანდა განრისხდა და აღარ იჩენს გულმოწყალებას?! (სელა)
10 ვამბობ: „გული მაქვს აფორიაქებული,+
რადგან აღარ გვიმართავს ხელს უზენაესი“.
11 ყოველთვის მემახსოვრება იაჰის* საქმეები,არასდროს დავივიწყებ გასაოცარ საქმეებს, უწინ რომ მოიმოქმედე.
12 ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზედა ჩავუკვირდები შენს ნამოქმედარს.+
13 ღმერთო, წმინდაა შენი გზები.
ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება სიდიადით?!+
14 შენა ხარ ღმერთი, სასწაულებს რომ ახდენს.+
შენ უჩვენე ხალხებს შენი ძალა.+
15 შენი ძალით იხსენი შენი ხალხი,+იაკობისა და იოსების შთამომავლები. (სელა)
16 გიხილეს წყლებმა, ღმერთო,გიხილეს და შეძრწუნდნენ;+
შეიძრნენ ღრმა წყლები.
17 ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა;
გრგვინვა ისმოდა მოღრუბლული ციდანდა დაქროდნენ შენი ისრები.+
18 ეტლის ბორბლების ხმას ჰგავდა შენი გრგვინვა,+ელვამ გაანათა მიწა;+შეირყა და შეიძრა დედამიწა.+
19 ზღვაზე გადიოდა შენი გზა+და ღრმა წყალზე — შენი ბილიკები,მაგრამ ვერავინ ხედავდა შენს ნაკვალევს.
20 ფარასავით მიუძღოდი შენს ხალხს+მოსესა და აარონის მეშვეობით.+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.