არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

4—10 მარტი

სიმღერა 111 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. „იეჰოვა, შენ ხარ ჩემთვის ყოველგვარი სიკეთის წყარო“

(10 წთ.)

სიამოვნებას გვანიჭებს მათთან ურთიერთობა, ვისაც იეჰოვა უყვარს (ფსალმ. 16:2, 3; w18.12 26 ¶11).

უდიდესი კმაყოფილება მოაქვს იმის ცოდნას, რომ იეჰოვა შენი მეგობარია (ფსალმ. 16:5, 6; w14 2/15 29 ¶4).

იეჰოვა სულიერად გვიცავს, რაც თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს (ფსალმ. 16:8, 9; w08 2/15 3 ¶2, 3).

დავითის მსგავსად აზრიანი ცხოვრება გვაქვს, რადგან ჩვენთვის უმთავრესი იეჰოვას მსახურებაა, რომელიც ყოველგვარი სიკეთის წყაროა.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: რა მხრივ შეიცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება გავიგე?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • ფსალმ. 17:8 — რა გაგებით გამოიყენება ბიბლიაში ფრაზა „თვალის გუგა“? (it „გუგა“).

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(1 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე გახსენების საღამოს მოსაწვევი. (th გაკვეთილი 11)

5. საუბრის წამოწყება

(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე გახსენების საღამოს მოსაწვევი. მას შემდეგ, რაც მობინადრე ინტერესს გამოავლენს, აჩვენე ვიდეო „ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო“ და იმსჯელე მასზე. (th გაკვეთილი 9)

6. საუბრის წამოწყება

(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. შესთავაზე გახსენების საღამოს მოსაწვევი. (th გაკვეთილი 2)

7. მოწაფეების მომზადება

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 20

8. როგორ მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის

(15 წთ.) განხილვა.

იესოს მითითების თანახმად, 24 მარტს, კვირას, მის სიკვდილს გავიხსენებთ — დღეს, როცა იეჰოვამ და იესომ ადამიანების მიმართ განუზომლად დიდი სიყვარული გამოავლინეს (ლუკ. 22:19; იოან. 3:16; 15:13). როგორ მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის?

  • გულმოდგინედ მიიღეთ მონაწილეობა კამპანიაში. დაპატიჟეთ ხალხი როგორც სპეციალურ მოხსენებაზე, ისე გახსენების საღამოზე. ჩამოწერეთ სია, ვისი დაპატიჟებაც გსურთ. თუ ვინმე სხვა ტერიტორიაზე ცხოვრობს, ვებგვერდზე jw.org მოიძიეთ ინფორმაცია, სად და როდის ტარდება გახსენების საღამო მის საცხოვრებელთან ახლოს.

  • მარტსა და აპრილში შეეცადეთ, მეტად დაიხარჯოთ მსახურებაში. შეგიძლიათ დამხმარე პიონერად იმსახუროთ და 15 ან 30-საათიანი ნორმა შეასრულოთ.

  • 18 მარტიდან წავიკითხავთ იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო კვირას განვითარებული მოვლენების შესახებ. შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამხელა მონაკვეთს წაიკითხავთ 2024 წლის გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიის კითხვის გეგმიდან. ეს გეგმა მოცემულია ამავე ბროშურის მე-6 და მე-7 გვერდებზე.

  • გახსენების საღამოს დღეს ვებგვერდზე jw.org უყურეთ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მომზადებულ ბეთელის დილის პროგრამას.

  • გახსენების საღამოზე გულთბილად შეხვდით სტუმრებს და არააქტიურებს. შეხვედრის შემდეგ მზად იყავით, უპასუხოთ მათ კითხვებს. შესთავაზეთ, რომ სხვა დროს სიამოვნებით შეხვდებით და ვრცლად ისაუბრებთ ბიბლიურ საკითხებზე.

  • გახსენების საღამომდე და მას შემდეგაც იფიქრეთ გამოსასყიდის მნიშვნელობაზე.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო“. შემდეგ ჰკითხე:

როგორ შეგვიძლია ამ ვიდეოს გამოყენება გახსენების საღამოს კამპანიის პერიოდში?

9. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 73 და ლოცვა