ᲬᲧᲕᲘᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
2. შეთანხმებულობა
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ
წყვილები, რომლებიც კარგად ეწყობიან ერთმანეთს, თვითმფრინავის კაპიტანს და დამხმარე პილოტს ჰგვანან, რომელთაც ერთი კურსი აქვთ აღებული. პრობლემების დროს ისინი ცდილობენ, ისეთი გამოსავალი იპოვონ, რაც მხოლოდ ერთის კი არა, ორივეს ინტერესებს მოემსახურება.
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი“ (მათე 19:6).
„ოჯახში არც ცოლი უნდა იყოს სოლოს შემსრულებელივით და არც ქმარი. ბედნიერი ქორწინებისთვის ურთიერთშეთანხმებულობაა საჭირო“ (კრისტოფერი).
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ
წყვილები, რომლებიც ერთი გუნდივით ურთიერთშეთანხმებული არ არიან, უთანხმოების დროს ერთმანეთს უპირისპირდებიან ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის მოგვარებას შეეცადონ. ასეთ ოჯახებში უმნიშვნელო წვრილმანებიც კი სადავო ხდება და გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა ხოლმე.
„ურთიერთშეთანხმებულობის გარეშე ოჯახი ვერ შედგება. ასეთ შემთხვევაში ცოლ-ქმარი ერთ ჭერქვეშ კი იცხოვრებს, მაგრამ მეზობლებივით იქნებიან. როცა საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, მათი აზრები ერთმანეთს არ დაემთხვევა“ (ალექსანდრა).
ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ
ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ
-
თვლით, რომ თქვენი ნაშოვნი ფული მხოლოდ თქვენია?
-
უკეთესად ისვენებთ მეუღლის გარეშე?
-
თავი შორს გიჭირავთ მეუღლის ოჯახის წევრებისგან, მაშინ როცა თქვენს მეუღლეს მათთან ახლო ურთიერთობა აქვს?
ᲔᲠᲗᲐᲓ ᲘᲛᲡᲯᲔᲚᲔᲗ
-
რა და რა საკითხში გამოგვდის თანამშრომლობა?
-
რაში გვჭირდება გაუმჯობესება?
-
რის გაკეთება გვმართებს, რომ უკეთ შევეწყოთ ერთმანეთს?
ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ
-
შეძლებენ ერთი გუნდის წევრები თამაშის მოგებას, თუ ერთმანეთის მეტოქეები გახდებიან? რის გაკეთება მართებთ, რომ თამაში მოიგონ?
-
ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროთ და თქვენი გაიტანოთ, იმაზე იფიქრეთ, ერთობლივი ძალებით რის მიღწევა შეგიძლიათ.
„ოჯახში მშვიდობა და ერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გარკვევა, ვინაა მტყუანი და ვინ — მართალი“ (ეთანი).
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).