მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას!
„იეჰოვა, გაიხსენე, როგორ დავდიოდი შენ წინაშე ჭეშმარიტებითა და მთელი გულით“ (2 მეფ. 20:3).
1—3. რას ნიშნავს იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურება? მოიყვანეთ მაგალითი.
არასრულყოფილების გამო შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. საბედნიეროდ, იეჰოვა „ჩვენი ცოდვებისამებრ“ არ გვექცევა, თუ ვინანიებთ და თავმდაბლად ვთხოვთ პატიებას იესოს გაღებული მსხვერპლის საფუძველზე (ფსალმ. 103:10). თუმცა, როგორც დავითმა უთხრა სოლომონს, ჩვენი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მისაღები რომ იყოს, „მთელი გულით“ უნდა ვემსახუროთ მას (1 მატ. 28:9). როგორ შეგვიძლია არასრულყოფილ ადამიანებს ამის გაკეთება?
2 ამაში დაგვეხმარება მეფე ასასა და მეფე ამაციას ცხოვრების ერთმანეთთან შედარება. ორივე იუდას მეფე იყო და იეჰოვას თვალში სწორად იქცეოდა, თუმცა ასა ამას წრფელი გულით აკეთებდა (2 მატ. 15:16, 17; 25:1, 2; იგავ. 17:3). ეს მეფეები არასრულყოფილები იყვნენ და შეცდომებს უშვებდნენ. ასა არ განდგომია იეჰოვას, რადგან მთელი გულით იყო ღმერთთან, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ამაციაზე. ღვთის მტრებზე გამარჯვების შემდეგ ამაციამ წამოიღო მათი ღმერთები და თაყვანისცემა დაუწყო (2 მატ. 25:11—16).
3 მთელი გულით იეჰოვასადმი მსახურება გულისხმობს სიყვარულიდან 2 მატ. 19:9).
გამომდინარე ერთგულებას, რომელიც არასოდეს მთავრდება. ბიბლიაში სიტყვა „გული“ ხშირად ადამიანის შინაგან პიროვნებაზე მიუთითებს. მასში იგულისხმება ჩვენი სურვილები, ფიქრები, ხასიათი, განწყობა, უნარი, მოტივები და მიზნები. ამიტომ ადამიანი, რომელიც იეჰოვას მთელი გულით ემსახურება, არ იქცევა თვალთმაქცურად და არც მექანიკურად სცემს ღმერთს თაყვანს. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? თუ ჩვენ, არასრულყოფილების მიუხედავად, კვლავაც ერთგულად და უთვალთმაქცოდ ვემსახურებით ღმერთს, ეს ნიშნავს, რომ მთელი გულით ვართ მასთან (4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 უფრო უკეთ რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ღვთისადმი მთელი გულით მსახურება, განვიხილოთ ასას და იუდას კიდევ რამდენიმე მეფის — იეჰოშაფატის, ხიზკიასა და იოშიას მაგალითები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე უშვებდა შეცდომებს, მათ დაიმსახურეს იეჰოვას მოწონება. რატომ ჩათვალა ღმერთმა, რომ ისინი მთელი გულით ემსახურებოდნენ მას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ?
„ასა მთელი გულით იყო იეჰოვასთან“
5. რა გადამწყვეტი ზომები მიიღო ასამ?
5 ისრაელის ორ სამეფოდ გაყოფის შემდეგ ასა იუდას მესამე მეფე გახდა. მან თავის სამეფოში აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა და გააძევა ტაძრის მეძავი კაცები. უფრო მეტიც, „ასამ ბებიამისს, მააქას, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული“ (1 მეფ. 15:11—13). მან მოუწოდა ხალხს, „ეძებნათ იეჰოვა . . . და შეესრულებინათ კანონი და მცნება“. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნამდვილი დამცველი იყო (2 მატ. 14:4).
6. როგორ მოიქცა ასა, როცა ეთიოპები შეიჭრნენ ქვეყანაში?
6 იეჰოვას კურთხევით ასას მეფობის პირველი ათი წლის მანძილზე იუდაში მშვიდობა იყო. მოგვიანებით ეთიოპი ზერახი გამოვიდა იუდას წინააღმდეგ მილიონიანი ჯარითა და სამასი ეტლით (2 მატ. 14:1, 6, 9, 10). როგორ მოიქცა ასა ამ რთულ ვითარებაში? მან იეჰოვას მიმართ ნდობა გამოავლინა (წაიკითხეთ 2 მატიანის 14:11). ღმერთმა უპასუხა ასას გულწრფელ ლოცვას და მას ეთიოპთა ჯარზე სრული გამარჯვება მოაპოვებინა (2 მატ. 14:12, 13). იეჰოვა თავისი სახელის გულისთვის ზოგჯერ ბრძოლაში იმ მეფეებსაც ამარჯვებინებდა, რომლებიც მისი ერთგულები არ იყვნენ (1 მეფ. 20:13, 26—30). მათგან განსხვავებით ასა ღმერთზე იყო მინდობილი და ღმერთმაც შეისმინა მისი ლოცვა. თუმცა მოგვიანებით ის უგუნურად მოიქცა და იეჰოვას ნაცვლად სირიის მეფეს მიმართა დახმარებისთვის (1 მეფ. 15:16—22). მიუხედავად ამისა, ღმერთმა ჩათვალა, რომ ასა „მთელი გულით იყო [მასთან] მთელი სიცოცხლე“. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ასას კარგ მაგალითს? (1 მეფ. 15:14).
7, 8. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ასას?
7 თითოეულმა უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, ვართ თუ არა მთელი გულით ღმერთთან. ჰკითხეთ საკუთარ თავს: მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, იეჰოვას მოსაწონად მოვიქცე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს ვიდგე და ღვთის ხალხი ნებისმიერი გამხრწნელი გავლენისგან დავიცვა? დაფიქრდით, რამხელა სიმამაცე სჭირდებოდა ასას, რომ დედოფალ მააქას წინააღმდეგ წასულიყო! შესაძლოა მააქას მსგავსს არავის იცნობთ, თუმცა მაინც შეგიძლიათ მიჰბაძოთ ასას მოშურნეობას. მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი ცოდვას ჩაიდენს, არ მოინანიებს
და უხუცესებს მისი კრებიდან გარიცხვა მოუწევთ? დაიცავთ მტკიცე პოზიციას და შეწყვეტთ მასთან ურთიერთობას? რისკენ გიბიძგებთ გული?8 ასას მსგავსად თქვენც შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ მთელი გულით ხართ ღმერთთან, როცა ერთი შეხედვით დაუძლეველი წინააღმდეგობის დროსაც კი ბოლომდე ენდობით მას. შესაძლოა სკოლაში მასხრად გიგდებენ ან გავიწროებენ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე ხართ, ან შესაძლოა თანამშრომლები დაგცინიან, რადგან შვებულებას იღებთ, რომ სულიერ საქმეებში მონაწილეობა მიიღოთ ან უარს ამბობთ დამატებით სამუშაო საათებზე. ასეთ სიტუაციებში ასას მსგავსად ღმერთს მიმართეთ ლოცვით. გამბედაობა მოიკრიბეთ, მიენდეთ იეჰოვას და მტკიცედ დაიცავით ის, რაც იცით, რომ სწორი და გონივრულია. გახსოვდეთ, ღმერთმა განამტკიცა ასა და მხარში ამოუდგა მას. ის თქვენც გაგაძლიერებთ!
9. როგორ ცხადვყოფთ ქადაგებით, რომ მთელი გულით ვემსახურებით იეჰოვას?
9 ღვთის მსახურები მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ. ასას მსგავსად, რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველი იყო, ჩვენც ვეხმარებით სხვებს, რომ ეძებონ იეჰოვა. იეჰოვას ძალიან ახარებს, როცა მეზობლებსა თუ სხვებს მის შესახებ ვესაუბრებით და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მთელი გულით გვიყვარს ღმერთი და გულწრფელად ვართ დაინტერესებული ადამიანთა კეთილდღეობით.
იეჰოშაფატი ეძებდა იეჰოვას
10, 11. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოშაფატს?
10 იეჰოშაფატი „მამამისის, ასას გზით“ დადიოდა (2 მატ. 20:31, 32). საიდან ჩანდა ეს? მამის მსგავსად, ის მოუწოდებდა ხალხს, ეძებნათ იეჰოვა. ამისთვის მან წამოიწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომლის დროსაც ხალხს „იეჰოვას კანონის წიგნიდან“ ასწავლიდნენ (2 მატ. 17:7—10). ის ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ეფრემის მთიან მხარეშიც წავიდა, რათა იეჰოვასთან დაებრუნებინა ხალხი (2 მატ. 19:4). მეფე იეჰოშაფატი „მთელი გულით ეძებდა იეჰოვას“ (2 მატ. 22:9).
11 ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა იმ დიდებულ საგანმანათლებლო კამპანიაში, რომელიც ახლა იეჰოვას ნებით ხორციელდება. გაქვთ მიზნად, ყოველთვე ასწავლოთ ადამიანებს რამე ღვთის სიტყვიდან და ღვთისადმი მსახურების სურვილი გაუღვივოთ? თუ ძალისხმევას არ დააკლებთ, შეიძლება ღვთის კურთხევით ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყოთ. ლოცულობთ, რომ მიაღწიოთ ამ მიზანს? ხართ მზად, ვინმეს ბიბლიის შესწავლა თქვენთვის არახელსაყრელ დროს ჩაუტაროთ? იეჰოშაფატის მსგავსად, რომელიც ეფრემის ტერიტორიაზე მივიდა, რათა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დასაბრუნებლად დახმარებოდა ხალხს, ჩვენც შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ არააქტიურებს. ამასთან, კრების უხუცესები ინახულებენ და ეხმარებიან კრების ტერიტორიაზე მცხოვრებ გარიცხულებს, რომლებმაც შესაძლოა მიატოვეს ცოდვიანი ცხოვრება.
12, 13. ა) შიშის მიუხედავად, როგორ მოიქცა იეჰოშაფატი? ბ) რატომ უნდა ვაღიაროთ იეჰოშაფატის მსგავსად, რომ უსუსურები ვართ?
12 მამამისის ასას მსგავსად, იეჰოშაფატი მთელი გულით იყო იეჰოვასთან მაშინაც, როცა გაცილებით ძლიერი მტერი დაუპირისპირდა (წაიკითხეთ 2 მატიანის 20:2—4). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოშაფატს შეეშინდა, მან „გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა“. ლოცვაში მან თავმდაბლად აღიარა, რომ მას და მის ხალხს არ შესწევდათ ძალა, წინ აღდგომოდნენ დიდძალ ბრბოს და არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ის ბოლომდე მიენდო იეჰოვას და უთხრა: „შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები“ (2 მატ. 20:12).
13 იეჰოშაფატის მსგავსად ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ და შესაძლოა გვეშინია კიდეც (2 კორ. 4:8, 9). თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოშაფატმა საჯაროდ აღიარა ლოცვაში თავისი და თავისი ხალხის უსუსურობა (2 მატ. 20:5). ოჯახისთავებს შეუძლიათ მიჰბაძონ იეჰოშაფატს და იეჰოვას სთხოვონ ხელმძღვანელობა და პრობლემებთან გამკლავების ძალა. არ მოგერიდოთ ოჯახის წევრების გასაგონად იეჰოვასთვის ამის თხოვნა. ისინი დაინახავენ, რომ ენდობით იეჰოვას. ღმერთი დაეხმარა იეჰოშაფატს და ის თქვენც დაგეხმარებათ.
ხიზკია სწორად იქცეოდა
14, 15. როგორ ცხადყო ხიზკიამ, რომ ბოლომდე ენდობოდა ღმერთს?
14 ხიზკია ცნობილი გახდა, როგორც მეფე, რომელიც მიეკრა იეჰოვას. იეჰოვასთან ახლოს რომ ყოფილიყო, მას იეჰოშაფატისგან განსხვავებით წინააღმდეგობა უნდა გაეწია კერპთაყვანისმცემელი მამის გავლენისთვის. ხიზკიამ „მოსპო მაღლობები, დალეწა წმინდა სვეტები, მოჭრა წმინდა ბოძი და დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი“, რომელიც იმ დრომდე კერპად ჰქონდათ. ის მთელი გულით იყო იეჰოვასთან, რადგან იცავდა „მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ (2 მეფ. 18:1—6).
15 მაშინაც კი, როცა ასურეთი, რომელიც იმ დროს მსოფლიო იმპერია იყო, იუდაში შეიჭრა და იერუსალიმის განადგურებით იმუქრებოდა, ხიზკია მთელი გულით მიენდო იეჰოვას. ასურეთის მეფე სინახერიბი დასცინოდა იეჰოვას, აშინებდა ხიზკიას და აიძულებდა, დანებებულიყო. მაგრამ ხიზკიამ თავის ლოცვაში ცხადყო, რომ სრულად ენდობოდა იეჰოვას მხსნელ ძალას (წაიკითხეთ ესაიას 37:15—20). ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას და გაგზავნა ანგელოზი, რომელმაც 185 000 ასურელი დასცა (ეს. 37:36, 37).
16, 17. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ხიზკიას?
16 მოგვიანებით ხიზკია სასიკვდილოდ დასნეულდა. ის შეევედრა იეჰოვას, გაეხსენებინა, როგორ დადიოდა მის წინაშე (წაიკითხეთ 2 მეფეების 20:1—3). ბიბლიიდან ვიცით, რომ ღმერთი ჩვენს დროში სასწაულებრივად არ კურნავს და არ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, ხიზკიას მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში ვუთხრათ იეჰოვას, რომ მის წინაშე „ჭეშმარიტებითა და მთელი გულით“ დავდიოდით. გწამთ, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და შეუძლია კიდეც, ავადმყოფობის დროს მხარში ამოგიდგეთ? (ფსალმ. 41:3).
17 შესაძლოა ხიზკიას მაგალითის განხილვამ დაგვანახვა, რომ საჭიროა მოვიშოროთ ის, რაც ღმერთთან დაახლოებაში გვიშლის ხელს ან ჩვენი ყურადღება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან სხვა რამეზე გადააქვს. არ გვინდა მივბაძოთ მათ, ვინც სოციალურ ქსელებში ადამიანებს აკერპებენ. ზოგიერთ ქრისტიანს მოსწონს სოციალური ქსელების მეშვეობით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. თუმცა ქვეყნიერებაში ბევრი სოციალურ ქსელებს არის მიჯაჭვული და სრულიად უცხო ადამიანების შესახებ იწერს ინფორმაციას, ანუ მათი „ფოლოუერი“ ხდება. შესაძლოა ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი სურათების დათვალიერებასა და გამოქვეყნებული სიახლეების კითხვას. არსებობს საშიშროება, რომ ასეთმა უმნიშვნელო რამეებმა სრულიად მოგვიცვას. ქრისტიანი შეიძლება გაამაყდეს, თუ მის პოსტებს ბევრი მოწონება ექნება ან განაწყენდეს, თუ სხვები აუქმებენ გამოწერას. საქ. 18:4, 5, 26). ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვერიდები ადამიანების გაკერპებას და დროის დიდი ნაწილის არაფრის მომტან საქმეებში ხარჯვას? (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16).
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მოციქული პავლე ან პრისკილა და აკვილა ყოველდღე სურათების დაპოსტვით იყვნენ დაკავებულები ან ქრისტიანული საძმოს გარეთ ვინმეს ინფორმაციით გამუდმებით ინტერესდებოდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ პავლე „მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში“, პრისკილა და აკვილა კი თავიანთ დროს იმისთვის იყენებდნენ, რომ სხვებისთვის უფრო ზუსტად აეხსნათ ღვთის გზა (იოშია იცავდა იეჰოვას მცნებებს
18, 19. რაში გინდათ მიჰბაძოთ იოშიას?
18 ხიზკიას შვილთაშვილს, მეფე იოშიას გადაწყვეტილი ჰქონდა, მთელი გულით დაეცვა იეჰოვას მცნებები (2 მატ. 34:31). ჯერ კიდევ მოზარდობისას მან „დავითის, თავისი წინაპრის, ღვთის ძიება დაიწყო“, 20 წლის ასაკში კი იუდადან კერპთაყვანისმცემლობის აღმოფხვრას შეუდგა (წაიკითხეთ 2 მატიანის 34:1—3). იუდას ბევრი მეფისგან განსხვავებით იოშია უფრო გულმოდგინედ აკეთებდა იმას, რაც ღმერთს მოსწონდა. მაგრამ, როცა მოსეს კანონის ხელნაწერი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ორიგინალი იყო, და იოშიას წაუკითხეს, ის მიხვდა, რომ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა ღვთის ნების შესასრულებლად. მან სხვებსაც მოუწოდა, იეჰოვასთვის ემსახურათ. შედეგად, იოშიას სიცოცხლეში ხალხი არ განდგომია იეჰოვას (2 მატ. 34:27, 33).
19 იოშიას მსგავსად ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყონ იეჰოვას ძიება. შესაძლოა იოშიამ ღვთის გულმოწყალების შესახებ მეფე მენაშესგან გაიგო. ახალგაზრდებო, ახლო ურთიერთობა იქონიეთ თქვენი ოჯახისა თუ კრების ხანდაზმულ წევრებთან, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ღმერთს, და ჰკითხეთ, როგორ აკურთხა იეჰოვამ ისინი. გახსოვდეთ ისიც, რომ წმინდა წერილების კითხვამ იოშიაზე დადებითი გავლენა მოახდინა და მოქმედებისკენ აღძრა. ღვთის სიტყვის კითხვამ შეიძლება თქვენც აღგძრათ ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც მეტ ბედნიერებას მოგიტანთ და იეჰოვასთან თქვენს მეგობრობას განამტკიცებს. ამასთან, ბიბლიის კითხვამ შეიძლება გიბიძგოთ, სხვებსაც დაეხმაროთ, ეძებონ ღმერთი (წაიკითხეთ 2 მატიანის 34:18, 19). ღვთის სიტყვის შესწავლა ალბათ დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ღვთისადმი მსახურება. თუ აღმოაჩენთ, რომ ცვლილებების მოხდენა გჭირდებათ, იოშიას მსგავსად ნუ დაიშურებთ ძალისხმევას!
მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას!
20, 21. ა) რა საერთო ჰქონდა ოთხ მეფეს, რომლებზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 აღმოჩნდა სასარგებლო თქვენთვის იუდას ამ ოთხი მეფის მაგალითის განხილვა, რომლებიც მთელი გულით ემსახურებოდნენ იეჰოვას? ისინი გულმოდგინედ ასრულებდნენ ღვთის ნებას და ამას ერთგულად აკეთებდნენ. ეს მეფეები მაშინაც არ წყვეტდნენ ღვთის ნების შესრულებას, როცა გაცილებით ძლიერი მტრის წინაშე იდგნენ. რაც ყველაზე მთავარია, ისინი წრფელი მოტივებით ემსახურებოდნენ იეჰოვას.
21 მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რომ ეს მეფეები შეცდომებსაც უშვებდნენ. თუმცა გულების შემმოწმებელმა დაინახა, რომ ისინი მთელი გულით იყვნენ მასთან. მათ მსგავსად ჩვენც არასრულყოფილები ვართ. დაასკვნის იეჰოვა ჩვენი შემოწმებისას, რომ მთელი გულით ვემსახურებით მას? ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.