არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?

1 | იყავით მიუკერძოებელი

1 | იყავით მიუკერძოებელი

ბიბლიაში ნათქვამია:

„ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘ 10:34, 35).

რას ნიშნავს ეს სიტყვები:

იეჰოვა * ღმერთი ეროვნების, კანის ფერის, წარმომავლობისა თუ კულტურის მიხედვით არ გვაფასებს; მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შინაგანი პიროვნებაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი — გულს“ (1 სამუელი 16:7).

როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:

მართალია, ღმერთისგან განსხვავებით გულთამხილავები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ მას და მიუკერძოებლები ვიყოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ყველა ერთნაირია; თითოეულ ადამიანს განსხვავებული თვისებები და ძლიერი მხარეები აქვს. თუ ატყობთ, რომ რომელიმე ეროვნების ან რასის წარმომადგენლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვთ, ლოცვაში სთხოვეთ ღმერთს, გულიდან ამოიძირკვოთ ასეთი გრძნობები (ფსალმუნი 139:23, 24). თუ გულწრფელად სთხოვთ იეჰოვას დახმარებას, დარწმუნებული იყავით, რომ ის შეისმენს თქვენს სათხოვარს (1 პეტრე 3:12).

^ აბზ. 6 იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).

„მანამდე არასოდეს ვმჯდარვარ მშვიდად თეთრკანიანის გვერდით . . . დღეს ამ საძმოს წევრი ვარ“ (ᲢᲘᲢᲣᲡᲘ).