არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორც ბიზნესმენი აწერინებს თავის აზრებს მდივანს, ისე ღმერთმა დააწერინა ერთგულ მამაკაცებს თავისი სიტყვა.

როგორ გვიმჟღავნებს შემოქმედი თავის დანაპირებს

როგორ გვიმჟღავნებს შემოქმედი თავის დანაპირებს

კაცობრიობის გაჩენის დღიდან შემოქმედი ადამიანებთან ანგელოზებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით ურთიერთობდა. მან იმედის მომცემი დანაპირები წერილობითი სახითაც შემოგვინახა. სად შეგვიძლია მისი აზრების წაკითხვა?

ღვთის დანაპირებს ბიბლიაში ვკითხულობთ (2 ტიმოთე 3:16). ღმერთმა თავისი აზრები შთააგონა წინასწარმეტყველებს, რომლებმაც მისი სიტყვა წერილობით შემოგვინახეს (2 პეტრე 1:21). ეს პროცესი უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, მოვიყვანოთ ბიზნესმენის მაგალითი, რომელიც მდივანს წერილს აწერინებს. წერილს კი მდივანი წერს, მაგრამ მისი ავტორი ბიზნესმენია. მართალია, ღმერთმა ადამიანებს დააწერინა თავისი სიტყვა, მაგრამ მისი ავტორი თავად იგია.

ბიბლია ფართოდ გავრცელებული წიგნია

ღმერთს სურს, რომ ყველა გაეცნოს ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან ცნობას და ჩასწვდეს მის არსს. დღეს „მარადიულ სასიხარულო ცნობას“ ყოველი ერის, ტომის, ენისა და ხალხის წარმომადგენლები ეცნობიან (გამოცხადება 14:6). ღვთის ნებით წმინდა წერილები მთლიანად თუ ნაწილობრივ 3 000-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამდენ ენაზე სხვა არც ერთი წიგნი არ გამოცემულა.