არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

სტატიები ახალგაზრდებისთვის. მე 12 წლის ვარ და ძალიან მსიამოვნებს თქვენი ჟურნალების კითხვა. სანამ თქვენი ჟურნალების კითხვას დავიწყებდი, ძალიან მიჭირდა ჩემს მეგობრებთან საერთო ენის გამონახვა, რადგან ყველა ჩემზე უფროსი იყო. მაგრამ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ მოცემული სტატიების წაკითხვის შემდეგ გამიადვილდა მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. მადლობა ამ ჟურნალებისთვის, რომლებიდანაც დიდი სარგებლობის მიღება შეიძლება.

ნ. ი. (რუსეთი)

ადამიანის მოტაცება. რა შესანიშნავი ინფორმაცია იყო მოცემული სტატიათა სერიაში „ადამიანის მოტაცება — რატომ არის გლობალური საშიშროება“ (8 იანვარი, 2000). ეს სტატიები იმ დროს მივიღეთ, როცა მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს 24 დეკემბერს ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ვისურვებდი, რომ უფლებამოსილ პირებს წაეკითხათ და გამოეყენებინათ თქვენს სტატიაში შემოთავაზებული წინადადებები ადამიანის მოტაცებასთან დაკავშირებული სიტუაციის გასაკონტროლებლად.

ა. ს. (ინდოეთი)

კომის მსხვერპლი. მადლობა მიჩიკო ოგავას ისტორიისთვის („იმედით ვუძლებდი მრავალ განსაცდელს“, 8 იანვარი, 2000). მე ხუთი დღის ვიქნებოდი, როცა მისი მეუღლე ავტოკატასტროფაში მოყვა. იმაზე ფიქრი, რომ თითქმის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ის უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფება, დამთრგუნველია. მან ნამდვილად იეჰოვას დახმარებით შეძლო თავისი ორი ბიჭის აღზრდა და ამ რთული მდგომარეობის ატანა.

ლ. ნ. (შეერთებული შტატები).

ეს სტატია ძალიან შეეხო ჩემს გულს. მე მარტო ვცხოვრობ და ახლახან კიბო აღმომაჩნდა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მინდოდა, გულში ჩამეკრა მიჩიკო და მადლობა გადამეხადა მისთვის იმის გამო, რომ განსაცდელების მიუხედავად, იეჰოვას ერთგული დარჩა. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავდაპირველად სურვილი მქონდა, რომ სასწაული მომხდარიყო. მაგრამ ახლა, მიჩიკოს მსგავსად, მხოლოდ ის მსურს, რომ იეჰოვას ნება აღსრულდეს.

მ. ს. (შეერთებული შტატები)

ავადმყოფი ბავშვი. როზი მეიჯერის ისტორიამ, „გაჭირვებისას ღმერთზე მინდობა ვისწავლეთ“ (8 დეკემბერი, 1999), ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩვენ ქალაქში ვცხოვრობდით, მაგრამ არ მომწონდა, რომ იქაურობა უარყოფით გავლენას ახდენდა ჩემს უფროს ქალიშვილზე, რის გამოც სოფელში გადავედით საცხოვრებლად. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, სანამ სამუშაოს დავკარგავდი, რომელიც ყოველწლიურად 56 000 დოლარის შემოსავალს მაძლევდა. ახლა სოფელში სამ ბავშვთან ერთად ვცხოვრობთ და გირაოს ფულიც გადასახდელი გვაქვს. ძალიან დაძაბულ ვითარებაში აღმოვჩნდით! მაგრამ როზი მეიჯერის მონათხრობის შემდეგ ჩემი ფინანსური პრობლემა იმდენად უმნიშვნელოდ მეჩვენა, რომ უხერხულად ვიგრძენი თავი. რამდენი ადამიანია, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ღვთის დახმარება! შემიძლია გამოვიწერო „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“?

მ. ფ. (შეერთებული შტატები)

სიამოვნებით ვასრულებთ მკითხველის თხოვნას (რედ.).