რატომ უნდა გავიცნო უკეთ ჩემი პაპა და ბებია?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ უნდა გავიცნო უკეთ ჩემი პაპა და ბებია?
„როცა მე და დედა ვერ ვუგებდით ერთმანეთს, ბებია გვეხმარებოდა საკითხების მოგვარებაში“ (დამარისი).
„ისტორიის განმავლობაში პაპა-ბებიები დიდ გავლენას ახდენდნენ ოჯახის შეხმატკბილებასა და ოჯახის ახალგაზრდა წევრებისთვის ისეთი ფასეულობების გადაცემაში, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები და ადათ-წესები“ — წერს მედიცინის დოქტორი არტურ კორნჰაბერი თავის წიგნში „ბებია-პაპების ძალა და უნარი!“. ის დასძენს: „მათ, როგორც მასწავლებლებს, მშობლების შემწეებს, ოჯახის ისტორიის მცოდნეებს, აღმზრდელებს, მრჩეველებსა და გამრთობებსაც კი, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი თვალსაზრისით. მაოცებდა, როგორ შეეძლო ჩვენს საზოგადოებას უარეყო ბებია-პაპების ასეთი დიდმნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი“.
ძველ დროში პაპა-ბებიები ოჯახის ბურჯებს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემელთა შორის. ბიბლია მოუწოდებდა ისრაელებს, პატივი ეცათ და დაეფასებინათ მოხუცებულები (ლევიანნი 19:32). პაპა-ბებიები განსაკუთრებული პატივისცემის ღირსად იყვნენ მიჩნეული (1 ტიმოთე 5:4).
სამწუხაროდ დრო შეიცვალა. ხშირ შემთხვევაში, ოჯახის წევრები ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ და ამიტომ მრავალ ახალგაზრდას იშვიათად აქვს ურთიერთობა პაპა-ბებიებთან. გარდა ამისა, ადამიანებს შორის დამოკიდებულებაც შეიცვალა. დედამიწის ბევრ კუთხეში მოხუცებულებს, მათ შორის ნათესავებს, აღარ ეპყრობიან სათანადო პატივისცემით (2 ტიმოთე 3:1—3). ის, რასაც თაობათა შორის სხვაობას უწოდებდნენ, ახლა უფსკრულს უფრო დაემსგავსა. მრავალი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მათი პაპა-ბებიები ძველებურად აზროვნებენ და მათთან ურთიერთობა უინტერესოა. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რომ პაპა-ბებიებს შეუძლიათ გაიგონ, თუ რა ზეწოლასა და პრობლემებს აწყდებიან დღესდღეობით ახალგაზრდები.
თუ შენც ასე ფიქრობ, მზად იყავი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გააანალიზო ეს საკითხი! დიდად სასარგებლოა პაპა-ბებიების უკეთ გაცნობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ღვთისმოშიშები არიან. თუ უკეთ არ გაიცნობ მათ, შეიძლება ამით ბევრი რამ დაკარგო. რატომ?
სიბრძნისა და რჩევა-დარიგების წყარო
მრავალმა ახალგაზრდამ საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რომ პაპა-ბებიებს შეუძლიათ ახალგაზრდებისთვის თავშესაფრად იქცნენ მშფოთვარე პერიოდში. ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო: „რადგან მათ ათობით წლის ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, ხშირად პრობლემების გადაჭრისას მათ უფრო შეუძლიათ დახმარება, ვიდრე შენს თანატოლებს, რომლებიც მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან. შენ და შენი თანატოლები თქვენს ცხოვრებაში პირველად განიცდით იგავნი 16:31).
მტკივნეულ ცვლილებებს. შენმა პაპა-ბებიამ კი უკვე გამოსცადა მრავალი ასეთი ცვლილება. ხშირ შემთხვევაში, ისინი გონიერები და ამავე დროს, გამჭრიახები არიან“ („Seventeen“). ეს რჩევა, უბრალოდ, გამოძახილია იმ სიტყვებისა, რომლებიც ბიბლიაში საუკუნეების წინათ ჩაიწერა, კერძოდ: „დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება“ (მართალია, შენი პაპა-ბებია შეიძლება ისეთ დროში გაიზარდა, რომელიც სრულებით განსხვავდება თანამედროვეობისგან. მაგრამ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ დროდადრო მათაც ისეთივე გრძნობები აწუხებდათ, რომლებსაც ახლა შენ ებრძვი. შენ ჯერ კიდევ შედარებით გამოუცდელი ხარ ასეთ გრძნობებთან გამკლავებაში, მაგრამ შენმა პაპამ და ბებიამ უკვე განვლეს ცხოვრება და ისწავლეს მათი დაძლევა (იგავნი 1:4). «განა მოხუცებშია [„განა მოხუცებში არ არის“, აქ] სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა?» — იკითხა მართალმა კაცმა, იობმა (იობი 12:12). დიახ, და ამიტომაც პაპა-ბებიებს ხშირად შეუძლიათ ნამდვილი შემწეები იყვნენ, როცა ახალგაზრდას კარგად აწონილ-დაწონილი რჩევა, გამხნევება და მხარდაჭერა ესაჭიროება.
მაგალითად, ახალგაზრდა დამარისის ბებია, დამარისთან და მის დედასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა. „როცა მე და დედა ვერ ვუგებდით ერთმანეთს, — იხსენებს დამარისი. — ბებია გვეხმარებოდა საკითხების მოგვარებაში. ის მასწავლიდა, როგორ შემეხედა სიტუაციისთვის სხვა თვალით“.
ალექსანდრიამაც იგივე განიცადა, როდესაც მისი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მას სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია. „ჩემი ახალი მასწავლებელი მკაცრი იყო და დროდადრო მოთმინებიდან გამოდიოდა“, — თქვა ალექსანდრიამ. ამის გამო ალექსანდრიას უჭირდა ახალ სკოლასთან შეგუება. მაგრამ ბებია მხარში ამოუდგა. ის დაეხმარა ალექსანდრიას სკოლასთან შეგუებაში; აღძრა, რომ სიტუაციისთვის დადებითი კუთხით შეეხედა. „ახლა მე მომწონს სკოლა და ჩემი მასწავლებელი“, — ამბობს ალექსანდრია.
ბრაზილიელი ახალგაზრდა, სახელად რაფაელი, ყვება იმ დახმარების შესახებ, რომელიც თავისმა პაპებმა და ბებიებმა აღმოუჩინეს, როდესაც მან საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა: „მათ მრავალი რჩევა მომცეს სხვებთან ურთიერთობასა და იმის თაობაზე, თუ როგორ გავმკლავებოდი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს“. ახლა რაფაელი სრული დროით მქადაგებლად მსახურობს.
თავის წიგნში „პაპისა და ბებიის როლი ცვალებად მსოფლიოში“ იდა ლეშენი, როგორც ბებია, იმის შესახებ მოგვითხრობს, რაც თავს გადახდა. ის წერს: «ერთ დღეს ჩემმა შვილიშვილმა დამიძახა და მითხრა: „ბებო, დახმარება მჭირდება, თანატოლების ზეგავლენას რომ გავუმკლავდე“. ზოგი მისი თანაკლასელი ცდილობდა, დაეყოლიებინათ ის, შეხვედროდა ბიჭებს, რომელთაგანაც ზოგი ტელეფონზე ურეკავდა». შვილიშვილის თხოვნის საპასუხოდ, ბებიას საშუალება მიეცა, ისეთი რჩევა შეეთავაზებინა მისთვის, რომელმაც დროული დახმარება აღმოუჩინა. ასევე შენც მიხვდები, რომ მოსიყვარულე პაპა-ბებიასთან მოკლე საუბარიც კი შეიძლება მეტად საჭირო მორალური მხარდაჭერის წყარო აღმოჩნდეს.
ხშირად პაპა-ბებიები განსაკუთრებით მაშინ არიან გაჭირვების ტალ-კვესი, როცა ოჯახი კრიზისულ მდგომარეობაშია — მაგალითად, ვინმეს ავადმყოფობის ან სიკვდილის შემთხვევაში. როდესაც ლეისის მამა სერიოზული ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ბებია დაეხმარა მას მწუხარების გადატანაში. „ჩვენ, უწინდელთან შედარებით, უფრო დავახლოვდით, — ამბობს ლეისი.
სიყვარულით აღსავსე განსაკუთრებული ურთიერთობა
პაპა-ბებიებთან ურთიერთობისას შეიძლება არ გაჩნდეს ისეთი დაძაბულობა, რომელიც ზოგჯერ ახალგაზრდებს თავიანთ მშობლებთან ექმნებათ. რატომ იგავნი 17:6, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).
შეიძლება ეს ასე იყოს? ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხშირად პაპა-ბებიებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ თავის შვილიშვილებთან. ბიბლიაში ნათქვამია: „მოხუცთა სიამაყე შვილიშვილებია“ (ამავე დროს გახსოვდეს, რომ შენმა მშობლებმა — და არა პაპა-ბებიამ — უნდა აიღონ თავის თავზე სერიოზული პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღგზარდონ „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). რადგან ამ მხრივ მათი როლი ნაკლებად საპასუხისმგებლოა, შენმა პაპა-ბებიამ შენს მშობლებთან შედარებით შეიძლება უფრო ნაკლებად გაგაკრიტიკოს. აგრეთვე პაპა-ბებიები, ჩვეულებისამებრ, ოჯახზე ზრუნვასთან დაკავშირებული ყოველდღიური პასუხისმგებლობებითა და პრობლემებით არ არიან დამძიმებული. რადგან ისინი შედარებით დაზღვეული არიან ასეთი სირთულეებისგან, მათთვის შეიძლება უფრო ადვილი იყოს შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და შენთვის ყურადღების დათმობა. 17 წლის ტომი იხსენებს თავისი პაპებისა და ბებიების მიერ გამოვლენილ ყურადღებას. ისინი „მაღალი მოსწრების გამო პატარა საჩუქრებს“ უგზავნიდნენ ხოლმე მას და მუსიკის გაკვეთილების საფასურსაც უხდიდნენ.
რასაკვირველია, ყველა პაპა-ბებიას არ შეუძლია ასეთი საჩუქრების გაკეთება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შეიძლება ინტერესი გამოავლინონ შენ მიმართ, რაც შეიძლება იმით გამოხატონ, რომ შეგაქონ, გაგამხნეონ ან დროდადრო ყურადღებით მოგისმინონ. ამის შედეგად შეიძლება თქვენ შორის ახლო მეგობრული ურთიერთობა განვითარდეს. დამარისი თავისი ბებიის შესახებ ამბობს: „მასთან თავისუფლად ვგრძნობ თავს, შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე და ვესაუბრო, რადგან ის ყოველთვის მზად არის ჩემ მოსასმენად — მაშინაც კი, თუ ჩემი ნალაპარაკები მთლად ჭკვიანური არ ჩანს“. ერთ ახალგაზრდას, სახელად ჯონატას, ასევე ეძლევა სერიოზულ თემებზე თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა თავის პაპა-ბებიასთან.
სამაგიეროს მიგება
მაშინ, როცა პაპასა და ბებიას შეუძლიათ თავიანთი სიბრძნე გაგიზიარონ და სიყვარული გამოავლინონ შენ მიმართ, შეიძლება მათ შენი ახალგაზრდული ენერგია და შენთან მეგობრული ურთიერთობა ესაჭიროებოდეთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ალბათ, არსებობს რამდენიმე საშუალება იმისათვის, რომ დაეხმარო და მხარში ამოუდგე მათ. ხშირად ისინი ფიზიკურად უძლურდებიან; შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უმკლავდებიან. მათ, უეჭველად, მხარში ამოუდგებოდი, თუ საჭირო ნივთების შეძენასა და საოჯახო საქმეებში მიეხმარებოდი.
ბევრი პაპა-ბებია ქვრივია და დროდადრო მარტოობას გრძნობს. თუ მათ მიმართ ინტერესს გამოავლენ, დიდად დაეხმარები იმაში, რომ დასძლიონ მარტოობის გრძნობა და არ დაკარგონ ცხოვრებისადმი ინტერესი. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რათა მიჰყვე ბიბლიურ მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ‘მიაგო სამაგიერო პაპა-ბებიებს’ (აქ), ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისთვის’ (1 ტიმოთე 5:4).
რასაკვირველია, პაპებთან და ბებიებთან დაახლოება გაამდიდრებს როგორც შენს, ისე მათ ცხოვრებას. შესაძლოა, დღემდე არ გქონია მათთან ახლო ურთიერთობა. იქნებ გსურს, რომ რამე შეიცვალოს, მაგრამ ზუსტად არ იცი, რით დაიწყო. შეიძლება შენი პაპა-ბებია შორს ცხოვრობს ან შენი მშობლები ერთად აღარ არიან და ამან დაგაშორა პაპა-ბებიას. ამ რუბრიკის მომდევნო სტატიაში შემოთავაზებული იქნება რამდენიმე პრაქტიკული წინადადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმკლავდე მსგავს სიტუაციებს.
[სურათი 17 გვერდზე]
პაპა-ბებიები კარგი მსმენელები არიან და დარიგებისა და მხარდაჭერის უნარი შესწევთ.
[სურათი 18 გვერდზე]
მხარში ამოუდექი შენს პაპა-ბებიას.