არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც გადასარჩენად საჭიროა შენიღბვა

როდესაც გადასარჩენად საჭიროა შენიღბვა

როდესაც გადასარჩენად საჭიროა შენიღბვა

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ესპანეთიდან

მწერებს ყოველდღიურად ორ მნიშვნელოვან პრობლემასთან უწევთ გამკლავება — როგორ იპოვონ საკმარისი საკვები და როგორ გადაურჩნენ იმას, რომ თავად არ გახდნენ სხვების ლუკმა. მწერები გემრიელი სასუსნავია ფრინველებისთვის, ბაყაყებისა და ხვლიკებისთვის. ამიტომ მრავალი მწერის გადარჩენა გარემოსთან შერწყმაზე, მასში გაუჩინარებაზეა დამოკიდებული.

ამ მიზნის მისაღწევად არაერთი მწერი საოცრად ინიღბება. მწერებს შენიღბვაში ადამიანის მიერ წარმოებული ვერც ერთი შესანიღბი საშუალება ვერ შეედრება. განვიხილოთ სამი საოცარი მაგალითი.

კალიმა. ამ პეპლის ფრთების ქვედა ყავისფერი ზედაპირი თითქმის არაფრით განსხვავდება გამხმარი ფოთლისგან. შეფერილობით, დაძარღვითა თუ ყუნწისმაგვარი დაბოლოებით, იგი ძალიან ჰგავს ფოთოლს. მოტყუების მიზანი მიიღწევა, როდესაც პეპელა ფრთებაკეცილი ზის მწვანე ფოთოლზე და არაფრით გამოირჩევა ზედა ტოტებიდან ჩამოვარდნილი გამხმარი ფოთლისგან.

ბუჩქის კალიები. ეს კალიები იმის წყალობით ინიღბებიან, რომ ჰგვანან არა გამხმარ ფოთლებს, არამედ — მწვანეს. „ფოთლის მსგავსია არა მარტო ფორმა და ფერი, არამედ დაძარღვაც და ლაქებიც, რომლებიც თითქოს სოკოების მიერ არის ფოთლის დაზიანების შედეგად გაჩენილი“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. თუ თანდართულ ფოტოსურათს ყურადღებით დაათვალიერებთ, მწერის ფრთებზე დაინახავთ პატარა ლაქებს, რაც უფრო მეტად ქმნის ნამდვილი ფოთლის ასოციაციას.

კუზიანა. ამ პატარა მწერის შენიშვნა თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამას უნდა უმადლოდეს ის გადარჩენას; მწერი ჰგავს ეკალს, რის გამოც კარგად ერწყმის გარემოს და შეუმჩნეველი რჩება. როდესაც ტოტზე მწერების მთელი ჯგუფი ზის, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ტოტი ეკლიანია. მხოლოდ ყურადღებით დაკვირვების შედეგად შეიძლება ადამიანმა შენიშნოს, რომ ეს „ეკლები“ პაწაწინა კუზიანებია და სხვა არაფერი.

მწერები ათასგვარად ინიღბებიან და საოცრად ზუსტად ბაძავენ ამა თუ იმ ობიექტს. კოსტა–რიკაში მობინადრე ნამდვილ კავალერთა ოჯახის (Papilio androgeus) წარმომადგენლები გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან მწერის ექსკრემენტებისგან, ხოლო ჩხირულების (Phasmidae) გარჩევა თითქმის შეუძლებელია — ალბათ, მიხვდით, — ჩხირებისგან. საინტერესოა სამხრეთ აფრიკული კუტკალიები (Trachypetrella), რომლებიც ძალიან ჰგვანან ქვას, ხოლო ისრაელში მობინადრე ერთ–ერთი ბაღლინჯო (Phyllomorpha laciniata) არაფრით განსხვავდება იმ მცენარის ყვავილისგან, რომელზეც ის პარაზიტობს.

ასეთ ხრიკებს იყენებენ მწერები შესანიღბად, თუ სხვაგვარს, მათი საშუალებით ისინი თავს იცავენ. ჩვენთვის კი ეს ქმნილებათა საოცარი ნაირსახეობის დათვალიერების შესაძლებლობაა.

[სურათი 30 გვერდზე]

ჩხირულა

[სურათი 31 გვერდზე]

კალიმა

[საავტორო უფლება]

Zoo, Santillana del Mar, Cantabria, España

[სურათი 31 გვერდზე]

კუზიანები

[სურათი 31 გვერდზე]

ბუჩქის კალია

[სურათი 31 გვერდზე]

ნამდვილ კავალერთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ფრინველის ექსკრემენტებს ჰგავს.

[საავტორო უფლება]

© Gregory G. Dimijian/Photo Researchers