არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიის რჩევებს?

შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიის რჩევებს?

შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიის რჩევებს?

„სანდოა ეს ადამიანი?“ ასეთი კითხვა შეიძლება მაშინ გაგიჩნდეთ, როცა ვინმე ცდილობს, ნახმარი მანქანა მოგყიდოთ, ან როცა საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსი არაერთ დაპირებას იძლევა. ალბათ, ნაკლებად ღირებული ნივთების შეძენასა თუ უსარგებლო ინფორმაციის მიღებაში არც ფულს დახარჯავდით და არც დროს.

შესაძლ შთაგონებით ჩაიწერა: „ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა, რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია და ოქროზე უკეთესი შენაძენია. მარჯანზე ძვირფასია და ვერ შეედრება ვერაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს. მარჯვენა ხელში დღეგრძელობა აქვს, მარცხენაში კი — სიმდიდრე და დიდება. მისი გზები მშვენიერია და ყველა მისი სავალი მშვიდობიანი. სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“ (იგავები 3:13—18).

[ჩარჩო/სურათი 25 გვერდზე]

როგორ დაეხმარა ბიბლია ერთ პატიმარს?

ბილი დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეში აღმოჩნდა.

თავისუფლების დაკარგვით შეწუხებულმა ბილიმ გადაწყვიტა, დრო ოა მსგავსი კითხვა ბიბლიის შესახებ გაგიჩნდეთ: „ვისწავლი რაიმე ღირებულს ბიბლიიდან? ტყუილუბრალოდ ხომ არ დავიწყებ ბიბლიის კითხვასა და შესწავლას?“ ამ კითხვებს თავად ბიბლია პასუხობს: „სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). მართლაც, რჩევის ანუ „სიბრძნის“ ღირებულებას შედეგები ცხადყოფს. ქვემოთ მოცემულია იმ ადამიანების შემთხვევები, რომლებმაც ბიბლია შეისწავლეს. მათი აზრები დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, შეისწავლოთ თუ არა ეს უნიკალური წიგნი.

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

კარინას, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, რამდენიმე წლის წინ დედა მოუკვდა. მას ბავშვობიდან სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, მაგრამ ამან კარინა დიდად ვერ ანუგეშა. კარინას მოსვენებას არ აძლევდა კითხვები: ნეტავ როგორი გარეგნობა აქვს დედას ზეცაში? როგორ ვიპოვი მას, როცა მეც იქ წავალ, ან საერთოდ წავალ კი? სიკვდილის შემდეგ სადმე სხვაგან ხომ არ მოვხვდები?

კარინამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის გამოკვლევა დაიწყო. მან გაიგო, რომ მკვდრები ზეცაში კი არ მიდიან, არამედ, შეიძლება ითქვას, ღრმად სძინავთ. „მკვდრებმა კი არაფერი იციან“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 9:5-ში. მაგრამ ნახავს კარინა ოდესმე თავის დედას?

მას ანუგეშებს და იმედს აძლევს ბიბლიაში არაორაზროვნად ნათქვამი სიტყვები: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, [ქრისტეს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29). კარინამ გაიგო, რომ ღმერთს განზრახული აქვს, თავისი ძის მეშვეობით აღადგინოს მკვდრები დედამიწაზე. „ბიბლიური სწავლებები სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ლოგიკური და საფუძვლიანია“, — ამბობს კარინა.

როგორი თაყვანისცემაა ღვთისთვის მისაღები?

ერთი რუმინელი გოგონა, ანჟელა, 14 წლის იყო, როცა ორმოცდაათიანელთა ეკლესიის ერთმა მსახურმა ილოცა, რომ მასზე წმინდა სული გადასულიყო; ანჟელამ უცხო ენებზე დაიწყო ლაპარაკი. მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ორმოცდაათიანელთა სწავლებები ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას. მათ შეწყვიტეს ორმოცდაათიანელთა შეხვედრებზე სიარული და იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.

ანჟელა ამის გამო გულგატეხილი იყო, მაგრამ მალე დაინახა განსხვავება ბიბლიის სწავლებებსა და ორმოცდაათიანელთა სწავლებებს შორის. მან იოანეს 17:3 წაიკითხა, სადაც წერია: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“. ანჟელა მიხვდა, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პირველ რიგში საჭიროა მის შესახებ ცოდნის მიღება. „როგორ გადმოვიდოდა ჩემზე ღვთის სული, როცა არაფერი ვიცოდი მის შესახებ? მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მაპოვნინა“, — ამბობს ანჟელა.

რჩევები, რომლებიც ცვლის ადამიანთა ცხოვრებას

„ძალიან ფიცხი ვიყავი. როცა ვბრაზდებოდი, ვყვიროდი, ნივთებს აქეთ-იქით ვისროდი და სხვებს შეურაცხყოფას ვაყენებდი. ემოციების მოთოკვაში ბიბლიის შესწავლა დამეხმარა. ახლა, დაძაბულ სიტუაციებშიც კი ვინარჩუნებ სიმშვიდეს“, — ამბობს ინდოეთში მცხოვრები გაბრიელი.

გაბრიელმა იგავების 16:32 წაიკითხა: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“. დირაჯმა კი, რომელსაც მსგავსი სისუსტე ჰქონდა, თქვა: „სწორედ ამ მუხლმა დამანახა, რომ განრისხება სისუსტის ნიშანია, თავშეკავება კი — სიძლიერის“.

სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ფილიპი ხალხს აყაჩაღებდა. ჩხუბი, ქურდობა და ბილწსიტყვაობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მან სასჯელიც კი მოიხადა. ასეთი ცხოვრების მიუხედავად, ძლიერ სურდა, ღმერთი გაეცნო. მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, გადაწყვიტა, ღვთისთვის ემსახურა და ცხოვრების წესი შეეცვალა. მან დაძლია ცუდი ჩვევები და გაწყვიტა კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. რა დაეხმარა ფილიპს, რომ ცვლილებები მოეხდინა?

იეჰოვას მოწმეებმა მას წააკითხეს იოანეს 6:44-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“. ფილიპი ამბობს: „იეჰოვამ ჩემში კარგი დაინახა და საშუალება მომცა, დავახლოვებოდი მის ხალხს, შესანიშნავ საძმოს“. ფილიპზე აგრეთვე იმოქმედა ბიბლიაში ჩაწერილმა შემთხვევებმა, საიდანაც ჩანს, თუ როგორ ავლენს იეჰოვა მოწყალებას მომნანიებელი შემცოდველების მიმართ. „ამ შემთხვევებმა დამანახა, თუ რა დიდსულოვნად ექცევა იეჰოვა იმ არასრულყოფილ ადამიანებს, რომლებიც ინანიებენ“, — ამბობს ფილიპი (2 სამუელი 12:1—14; ფსალმუნი 51).

ავსტრალიელი ახალგაზრდა კაცი უეიდი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს იყო მიძალებული, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და უზნეობასაც სჩადიოდა, თუმცა ბედნიერებას მაინც ვერ პოულობდა. ერთ დღეს უეიდს იეჰოვას მოწმეები გაესაუბრნენ და ის ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. რა ისწავლა უეიდმა?

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ეპყრობოდა იესო სხვებს. ის ავლენდა სიკეთეს, თანაგრძნობასა და სიყვარულს ყველას, მათ შორის ბავშვების, მიმართ. რაც მეტს ვიგებ მის შესახებ, მით მეტი სურვილი მიჩნდება, მას მივბაძო. ბიბლიამ მასწავლა, როგორ გავმხდარიყავი ღირსეული მამაკაცი და უკეთესი პიროვნება“, — გვიზიარებს უეიდი. ის განაგრძობს: „ბიბლიიდან გავიგე, რომ თუ მოვინანიებდი ცოდვებს და გამოვსწორდებოდი, ღმერთი მაპატიებდა. შევძლებდი მარადიულად მეცხოვრა სამოთხეში დედამიწაზე. მე მომავლის იმედი მომეცა!“ (მათე 5:5). უეიდი გამოსწორდა და დღეს იეჰოვას სუფთა სინდისით ემსახურება.

ეს იმ ადამიანთა შემთხვევებია, რომლებსაც სურდათ, შეეცვალათ საკუთარი ცხოვრება. მათ საფუძვლიანად გამოიკვლიეს ბიბლია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ბიბლიის საშუალებით შეძლებდნენ პრობლემებთან გამკლავებას და თავიანთ კითხვებზე პასუხების მიღებას. დადებითმა შედეგებმა ისინი დაარწმუნა, რომ ბიბლია სანდო და პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამაში თქვენც დარწმუნდებით.

დიდი ხნის წინათ ბიბლიაში ღვთისგონივრულად გამოეყენებინა. „ვიწრო საწოლზე ვიჯექი და ისე ვკითხულობდი და ვსწავლობდი ბიბლიას“, — ამბობს ის. მან ნასწავლის გამოყენება დაიწყო. „პატიმრებს თბილად ვექცეოდი. ისინი ხედავდნენ, რომ არ მსურდა, მათ მსგავსად მოვქცეულიყავი. პატიმრები ჩემზე ამბობდნენ, დროს იმისთვის იყენებს, რომ ბიბლია იკითხოს და ღმერთი გაიცნოსო, ეს აღარავის არაფერს დაუშავებსო.

ჩემი რეპუტაციის გამო პატიმრები არ მაიძულებდნენ, რომ ჩავრეულიყავი კამათში ან სხვა უსიამოვნო სიტუაციებში. ციხის ზედამხედველები დარწმუნდნენ, რომ ჩემი მხრიდან საშიშროება არავის ემუქრებოდა. მათ ნება დამრთეს, თითქმის მთელი დღე სხვა პატიმრებისგან მოშორებით მემუშავა. ბიბლიის ცხოვრებაში გამოყენება ბევრ რამეში მიცავდა“.

ციხეში ბილი იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს ესწრებოდა და სხვა პატიმრებს ენთუზიაზმით უყვებოდა იმას, რასაც იქ სწავლობდა. ციხიდან გამოსვლამდე ბილი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ის წარსულს იხსენებს და ამბობს: „თითქმის 50 წელი ტყუილუბრალოდ დავკარგე. მინდოდა, ყველაფერი თავიდან დამეწყო. დარწმუნებული ვარ, რომ პატიმარი მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, თუ ბიბლიური პრინციპების თანახმად იცხოვრებს. ბიბლიის ზუსტად გაგებაში კი მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ დაგეხმარონ. ეს ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ბიბლიიდან ასწავლის ჭეშმარიტებას, რისი გაგებაც რთული არ არის“.

დღეს ბილი განთავისუფლებულია და შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ კრებაში აქტიურად მსახურობს. ის და მისი მეუღლე დღესაც სწავლობენ ღვთის სიტყვას და მის თანახმად ცხოვრობენ. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ესაიას 48:17, 18-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“.

[სურათი 23 გვერდზე]

კარინა (ამერიკის შეერთებული შტატები)

[სურათი 23 გვერდზე]

ანჟელა (რუმინეთი)

[სურათი 24 გვერდზე]

გაბრიელი (ინდოეთი)

[სურათი 24 გვერდზე]

დირაჯი (ინდოეთი)

[სურათი 24 და 25 გვერდებზე]

ფილიპი თავის ოჯახთან ერთად (სამხრეთ აფრიკა)

[სურათი 24 გვერდზე]

უეიდი (ავსტრალია)