არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვერიდო პორნოგრაფიის ყურებას?

როგორ მოვერიდო პორნოგრაფიის ყურებას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვერიდო პორნოგრაფიის ყურებას?

„ერთ ბიჭს სკოლაში კარადის კარზე შიგნითა მხრიდან შიშველი გოგოს სურათი ჰქონდა მიკრული. მისი კარადა ჩემს კარადასთან ახლოს იდგა“ (რობერტი) *.

„საშინაო დავალების შესასრულებლად ინტერნეტში მასალას ვეძებდი, როცა მოულოდნელად პორნოგრაფიულ საიტს წავაწყდი“ (ანეტი).

იმ დროს, როცა შენი მშობლები შენი ასაკისანი იყვნენ, ადამიანებს, ვისაც პორნოგრაფია აინტერესებდა, თავად უწევდათ ასეთი მასალის ძებნა. დღეს კი, როგორც ჩანს, პორნოგრაფია თვითონ გეძებს შენ. ზემოთ მოხსენიებული რობერტის მსგავსად შესაძლოა სკოლაში შენც მოგხვედრია თვალში პორნოგრაფიული სურათები. ან ანეტის მსგავსად შესაძლოა ასეთი რამ ინტერნეტში შემთხვევით გინახავს. ერთი 19 წლის გოგონა ამბობს: „ზოგჯერ სხვადასხვა საიტზე შევდივარ, რომ ინტერნეტით ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია მოვიძიო, რაიმე ვიყიდო ან შევამოწმო, ბანკების მხრიდან რამე საინტერესო შემოთავაზება ხომ არ არის, რომ მოულოდნელად, მონიტორის ზედა კუთხეში, პორნოგრაფიული სურათი ჩნდება!“ *

ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდება. ერთი გამოკვლევის თანახმად 8-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების 90-მა პროცენტმა თქვა, რომ ისინი შემთხვევით წააწყდნენ პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებს — ძირითადად ეს ხდებოდა მაშინ, როცა ისინი საშინაო დავალებას ამზადებდნენ! ფაქტი ისაა, რომ მილიონობით საიტი შეიცავს უზნეო სცენების ამსახველ ასობით მილიონ გვერდს, რის გამოც პორნოგრაფია დღეს ისეა გავრცელებული, როგორც არასდროს. მისი ნახვა მობილური ტელეფონის საშუალებითაც კი შეიძლება. «ასეთი რამ სკოლაში ძალიან პოპულარული გახდა, — ამბობს 16 წლის დენიზი. — ორშაბათობით საუბრები ასე იწყება: „რა სურათები გადმოქაჩე ამ შაბათ-კვირას?“».

როდესაც ხედავ, რომ ამდენ ადამიანს იზიდავს პორნოგრაფია, შეიძლება დაგებადოს კითხვა: მართლა საზიანოა ის? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: პორნოგრაფია ნამდვილად საზიანოა რამდენიმე მიზეზის გამო. განვიხილოთ მხოლოდ სამი მიზეზი:

პორნოგრაფია რყვნის როგორც მის მწარმოებელს, ასევე მას, ვინც პორნოგრაფიას უყურებს (1 თესალონიკელები 4:3—5).

▪ პორნოგრაფიისადმი ინტერესი მოგვაგონებს ნოეს დროს დედამიწაზე მყოფი ბოროტი სულების სქესობრივ აღვირახსნილობას (დაბადება 6:2; იუდა 6, 7).

პორნოგრაფიის ყურებას ადამიანი ხშირად სქესობრივი უზნეობის ჩადენამდე მიჰყავს (იაკობი 1:14, 15).

პორნოგრაფია საშინელ გავლენას ახდენს მათზე, ვინც მისითაა გატაცებული. მოვიყვანოთ ამის ორი მაგალითი:

„პორნოგრაფიას პატარაობიდანვე ვუყურებდი. ძალიან გამიჭირდა ამ ჩვევის დაძლევა. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ გონებაში დღესაც მიტრიალებს ხოლმე ნანახი სცენები. ასეთი აზრები ყოველთვის თავს მახსენებს და სინდისი არასოდეს მაქვს სუფთა. პორნოგრაფიის ყურება ღირსების გრძნობას გიკარგავს და თავს უღირსად და უწმინდურად გრძნობ. შენ ყოველთვის გიწევს ამ ფარული ტვირთის ტარება“ (ერიკა).

«პორნოგრაფიას 10 წელი ვუყურებდი. მის ყურებას 14 წლის წინ დავანებე თავი. და მაინც, ჯერ კიდევ ყოველდღე მიწევს ამ ჩვევასთან ბრძოლა. მართალია, ძალიან არა, მაგრამ დღესაც მაქვს პორნოგრაფიის ნახვის სურვილი. დღემდე ვებრძვი ცნობისმოყვარეობას. ნანახი სცენები გონებაში კვლავაც მაქვს შემორჩენილი. ნეტავ, არასოდეს დავინტერესებულიყავი ამ გულის ამრევი სანახაობით. თავიდან მეჩვენებოდა, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მწარედ ვცდებოდი. პორნოგრაფია რყვნის, ამახინჯებს და ღირსების გრძნობას უკარგავს ყველას. რასაც არ უნდა გაიძახოდნენ პორნოგრაფიის „ქომაგები“, მასში არაფერი — აბსოლუტურად არაფერი — არ არის კარგი» (ჯეფი).

შეამოწმე საკუთარი თავი

რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ შემთხვევითაც არ წააწყდე პორნოგრაფიულ მასალას? თავდაპირველად, დაფიქრდი შემდეგზე:

რამდენად ხშირად წააწყდები ხოლმე პორნოგრაფიულ მასალას შემთხვევით?

არასოდეს ზოგჯერ

ყოველკვირა ყოველდღე

სად ხდება ეს უმეტესად?

ინტერნეტში სკოლაში

ტელევიზორში სხვაგან

ხომ არ ხვდები, როდის შეიძლება წააწყდე ასეთ მასალას?

დაფიქრდი შემდეგ სიტუაციებზე:

ხომ არ ეჭვობ, რომ ზოგმა კლასელმა ელექტრონული ფოსტით ან მობილური ტელეფონით შეიძლება ისეთი წერილი გამოგიგზავნოს, რომელსაც თან პორნოგრაფიული სურათი ექნება მიმაგრებული? თუ ხვდები, რომ შეიძლება ეს ასეც იყოს, სურათი ისე წაშალე, რომ არ გახსნა.

როდესაც ინტერნეტში რაიმეს ეძებ, გარკვეული სიტყვების ჩაბეჭდვის შემდეგ მონიტორზე ხომ არ ჩნდება შეტყობინებები ან უხამსი გამოსახულებები? ამის ცოდნა დაგეხმარება, რომ ინფორმაციის მოძებნისას ძირითად სიტყვებად სხვა სიტყვები შეარჩიო.

ქვემოთ ჩამოთვალე ის სიტუაციები, როცა პორნოგრაფიულ მასალას შემთხვევით აწყდები.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რისი გაკეთება შეგიძლია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად წააწყდე პორნოგრაფიულ მასალას? (დაწერე შენი მოსაზრება).

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

როგორ იქცევი, როცა უეცრად პორნოგრაფიულ მასალას ხვდები?

მაშინვე სხვა არხზე ვრთავ ტელევიზორს ან ვხურავ ვებ-გვერდს.

ცნობისმოყვარეობა აღმძრავს, რომ ცოტა ხნით თვალი შევავლო ამ მასალას.

განვაგრძობ თვალიერებას და უფრო მეტ მსგავს მასალას ვეძებ.

თუ მეორე ან მესამე პასუხს მონიშნავ, რა მიზანი უნდა დაისახო?

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

დაძლიე ეს მავნე ჩვევა

ზოგიერთ მათგანს, ვინც უეცრად წააწყდა პორნოგრაფიულ მასალას, ცნობისმოყვარეობამ სძლია და, დროთა განმავლობაში, პორნოგრაფიის ყურება მათ ჩვევად ექცათ. ამ ჩვევის დაძლევა ადვილი არ არის. ზემოთ მოხსენიებული ჯეფი ამბობს: „ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკს ვიღებდი, მაგრამ ცუდი ჩვევებიდან ყველაზე მეტად პორნოგრაფიის მიტოვება გამიჭირდა“.

თუ პორნოგრაფიის ყურება ჩვევაში გადაგეზარდა, ხელს ნუ ჩაიქნევ. შენ შეგიძლია დაძლიო ეს ჩვევა. როგორ?

უნდა გესმოდეს, სინამდვილეში რა არის პორნოგრაფია. ეს სხვა არაფერია, თუ არა სატანის მცდელობა, უხამსი სახით წარმოაჩინოს ის, რაც იეჰოვამ ღირსეული მიზნისთვის შექმნა. როდესაც გესმის, თუ რა მიზანს ემსახურება პორნოგრაფია, ეს დაგეხმარება ‘შეიძულო ბოროტება’ (ფსალმუნი 97:10).

დაფიქრდი შედეგებზე. პორნოგრაფია ანგრევს ოჯახებს. ის ამცირებს ქალებსა და კაცებს. რყვნის ადამიანებს, რომლებიც მას უყურებენ. სწორედ ამიტომ ბიბლია ამბობს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). ქვემოთ დაწერე, რა სავალალო შედეგი შეიძლება მოგიტანოს პორნოგრაფიის რეგულარულად ყურებამ.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

მიიღე სერიოზული გადაწყვეტილება. „აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა“, — თქვა ერთგულმა კაცმა იობმა (იობი 31:1, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ასეთი სერიოზული „აღთქმა“, რომლებიც საკუთარ თავს შეგიძლია დაუდო:

არასოდეს ვისარგებლებ ინტერნეტით, თუ ოთახში მარტო ვიქნები.

მაშინვე დავხურავ უზნეობის ამსახველ ნებისმიერ ფანჯარას ან საიტს.

თუ ცდუნებას ავყვები და კიდევ ერთხელ ვუყურებ პორნოგრაფიას, აუცილებლად დაველაპარაკები მოწიფულ მეგობარს.

გარდა ამისა, შეგიძლია მიიღო სხვა ერთი ან ორი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაგეხმარება, დაძლიო პორნოგრაფიის ყურების სურვილი? ქვემოთ ჩამოწერე, რისი გაკეთება შეგიძლია.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

ილოცე. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას ლოცვით მიმართავდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37). გასაგებია, რომ შეიძლება რთული იყოს წინააღმდეგობა გაუწიო იმას, რაც ცოდვილ სხეულს იზიდავს. მაგრამ გახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთს სურს, წარმატებას მიაღწიო, ამიტომ მას შეუძლია მოგცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა შეძლო იმის კეთება, რაც სწორია! (2 კორინთელები 4:7).

დაელაპარაკე ვინმეს. შენ შეიძლება გერიდება ვინმესთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დაფიქრდი, რამხელა შვებას იგრძნობ, როცა ამ ტვირთისგან გათავისუფლდები. ადამიანი, რომელსაც შენს პრობლემას გაანდობ, შეიძლება შენთვის სწორედ რომ „გასაჭირისთვის დაბადებული ძმა“ აღმოჩნდეს (იგავები 17:17). სანდო მეგობრისთვის გულის გადაშლა ხშირად დამხმარეა, რომ ეს ცუდი ჩვევა დაძლიო.

თუ პორნოგრაფიის ყურება ჩვევად გაქვს ქცეული, ქვემოთ დაწერე იმ მოწიფული ადამიანის სახელი, რომელსაც თავისუფლად მიმართავდი დახმარებისთვის.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

დარწმუნებული იყავი, რომ შენ შეძლებ ამ ცუდი ჩვევის დაძლევას. ყოველთვის, როცა უარს იტყვი პორნოგრაფიის ყურებაზე, შენ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებ. უთხარი იეჰოვას ამ წარმატების შესახებ და მადლობა გადაუხადე იმისთვის, რომ ძალას გაძლევს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ, როცა უარს ამბობ პორნოგრაფიის ყურებაზე, ამით იეჰოვას გულს უხარებ! (იგავები 27:11).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ როგორ წარმოაჩენს პორნოგრაფია უხამსი სახით იმას, რაც ღირსეულია?

▪ რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დაგიცავს პორნოგრაფიისგან?

▪ როგორ შეგიძლია დაეხმარო შენს დას ან ძმას, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევად აქვს ქცეული?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 5 სიტყვა „პორნოგრაფიაში“ იგულისხმება უზნეობის ამსახველი მასალა, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ აღაგზნოს ამ მასალის დამთვალიერებელი, წამკითხველი თუ მსმენელი. მასში შედის როგორც სურათები, ასევე ლიტერატურა და აუდიოჩანაწერები.

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

ხომ არ ეჭვობ, რომ ზოგმა კლასელმა მობილური ტელეფონით შეიძლება ისეთი წერილი გამოგიგზავნოს, რომელსაც პორნოგრაფიული სურათი ექნება მიმაგრებული?