არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოულოდნელი დახმარება „გამოიღვიძეთ!“-ისგან

მოულოდნელი დახმარება „გამოიღვიძეთ!“-ისგან

მოულოდნელი დახმარება „გამოიღვიძეთ!“-ისგან

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბენინიდან

▪ 23 წლის ნოუელმა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, გადაწყვიტა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და სრული დროით მსახურება დაეწყო. ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ მას თავის რჩენა გაუჭირდებოდა. ნოუელს მართლაც გაუჭირდა ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს შოვნა. ერთხელ მან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში ნახა სტატია „სამუშაოს შოვნის ხუთი საშუალება“ * და რამდენჯერმე ყურადღებით წაიკითხა. ეს სტატია მას სამუშაოს შოვნაში დაეხმარა, თუმცა არა ისე, როგორც თვითონ მოელოდა.

ერთხელ ნოუელი კარდაკარ მსახურებისას კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა. დირექტორმა ჰკითხა, იეჰოვას მოწმე ხომ არა ხარო. თურმე სკოლაში მას კიდევ ერთი მასწავლებელი სჭირდებოდა. რადგან იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეებს სწავლების კარგი უნარი აქვთ, ნოუელს ჰკითხა, თუ იცნობდა ისეთ მოწმეს, რომელსაც სკოლაში მუშაობის სურვილი ექნებოდა. როცა ნოუელმა უპასუხა, რომ ასეთს არავის იცნობდა, დირექტორმა ჰკითხა: „შენ ხომ არ იმუშავებდი?“

ნოუელს მასწავლებლად არასდროს უმუშავია, თანაც ზოგჯერ ენა ებმებოდა. ბენინში განათლების სამინისტროს დადგენილებით, მასწავლებლად მუშაობის მსურველს ენა არ უნდა ებმებოდეს. ამიტომ სამინისტრო სპეციალურ გამოცდებს ატარებს. „აიღე სერტიფიკატი და გექნება სამუშაო,“ — დაჰპირდა ნოუელს დირექტორი.

ნოუელი ჩაწერილი იყო თეოკრატიული მსახურების სკოლაში, რომელიც იეჰოვას მოწმეთა კრებებში ორატორული უნარის გასაუმჯობესებლად ყოველკვირა ტარდება. მას თავის კრებაში საჯარო მოხსენებაც ჰქონდა წაკითხული. მიუხედავად ამისა, ნოუელი ძალიან ღელავდა, როდესაც გამოცდაზე გავიდა.

გამომცდელმა მას ჟურნალი მიაწოდა და უთხრა, რომ წითლად მონიშნული ტექსტი ხმამაღლა წაეკითხა. ნოუელს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა სტატიის სათაური — „სამუშაოს შოვნის ხუთი საშუალება“. მან სტატია გამართულად წაიკითხა და სერტიფიკატიც მიიღო.

გამომცდელმა მოგვიანებით უთხრა მას, რომ იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებს რეგულარულად კითხულობდა. „ამ ჟურნალებში ზღვა ინფორმაციაა და ისეთი კარგი ენით არის დაწერილი, რომ გამოცდებზე ვიყენებ“, — თქვა გამომცდელმა.

ნოუელმა დაიწყო სკოლაში მუშაობა. სკოლის დირექტორს უნდოდა, რომ მას მომდევნო წელსაც გაეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ ნოუელს სხვა გეგმები ჰქონდა. ის იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიიწვიეს. დღეს ნოუელი იქ ცხოვრობს და მსახურობს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 იხილეთ 2005 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 4—9 (რუს.).