არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მწვერვალების დალაშქვრა მთის დაავადების რისკი

მწვერვალების დალაშქვრა მთის დაავადების რისკი

მწვერვალების დალაშქვრა მთის დაავადების რისკი

„პერუში არის ძალიან მაღალი მთაგრეხილი, რომელიც პარიაკაკას სახელითაა ცნობილი . . . ერთხელ, როცა ამ მთაგრეხილის ყველაზე მაღალ მწვერვალზე „საფეხურებით“ ავდიოდი, უეცრად მთელ სხეულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. კლდიდან ლამის გადმოვვარდი და მიწას დავენარცხე . . . გულისრევის საშინელი შეგრძნება მქონდა და ვაღებინე კიდეც. მეგონა ვკვდებოდი. ასე რომ დიდხანს გაგრძელებულიყო, მართლა მოვკვდებოდი, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ სამ-ოთხ საათს ვიყავი, სანამ შედარებით დაბლა არ ჩამოვედით“, — წერს ხოსე დე აკოსტა თავის წიგნში (Natural and Moral History of the Indies).

ეს ამბავი მე-16 საუკუნის მიწურულს ესპანელ იეზუიტს, ხოსე დე აკოსტას გადახდა თავს, როცა ის პერუში, ანდების მთებში, პარიაკაკას მწვერვალს ლაშქრავდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს მთების შემადგენლობაში არსებული მინერალების მიერ გამოყოფილმა მომწამვლელმა აირებმა გამოიწვია, ზოგი კი ამას მთის ავის მზრახველ ღმერთებს მიაწერდა. დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სიმპტომები ახასიათებს მთის დაავადებას.

მთის დაავადება ვითარდება მაღალმთიან პირობებში და განპირობებულია ჟანგბადის უკმარისობით. მთაში ატმოსფერული წნევა დაბალია და ფილტვებს ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება. *

მთის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მთაზე ასვლიდან დაახლოებით ოთხ საათში ვლინდება და შეიძლება ოთხ დღეს გასტანოს. სისხლში ჟანგბადის უკმარისობა ერითროციტების წარმოქმნას არ აფერხებს. ამიტომ, როცა სისხლის მიმოქცევა მწყობრში დგება, ორგანიზმი კვლავ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მარაგდება.

თუ სიმაღლეზე ძალიან სწრაფად ახვალთ ან ატმოსფერულ წნევასთან შეგუებამდე ზედმეტად დაიტვირთავთ თავს ფიზიკურად, ფილტვებსა და ტვინში ჭარბი რაოდენობით სისხლი მოხვდება. თუ ამ დროს საჭირო ზომებს არ მიიღებთ, შესაძლოა ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდეს.

როგორ ავირიდოთ თავიდან მთის დაავადება?

მოგზაურებმა და მთამსვლელებმა არაერთ ხერხს მიმართეს, თავიდან რომ აერიდებინათ მთის დაავადება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:

● მოერიდეთ მთაში მოგზაურობას, თუ გაქვთ სასუნთქი გზების დაავადებები ან ანემია.

● თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მოერიდეთ მთაში ასვლას, რადგან შესაძლოა გაგირთულდეთ მდგომარეობა. მთაში გამგზავრებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

● თუ თავს ცუდად იგრძნობთ, რაც შეიძლება მალე ჩადით დაბლა. თბილად ჩაიცვით და კარგად დაისვენეთ.

მთა-გორებიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება (ფსალმუნი 148:9, 13). თუ მთაში მოგზაურობისას სიფრთხილეს გამოიჩენთ, ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და ღვთის შემოქმედებითაც დატკბებით.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ბევრს თავისუფლად შეუძლია ზღვის დონიდან 2 400 მეტრის სიმაღლეზე ასვლა.

[ჩანართი 20 გვერდზე]

მთის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მთაზე ასვლიდან დაახლოებით ოთხ საათში ვლინდება და შეიძლება ოთხ დღეს გასტანოს

[ჩანართი 20 გვერდზე]

თუ თავს ცუდად იგრძნობთ, რაც შეიძლება მალე ჩადით დაბლა