არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

ახალგაზრდების შეკითხვები

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე მოწევის შესახებ?

თუ ქვემოთ მოყვანილი ვარიანტებიდან რომელიმე შენ გეხება, დასვი ნიშანი ✔

□ მაინტერესებს, როგორი გემო აქვს

□ დაძაბულობის მოხსნა მინდა

□ თანატოლების წრეში ყოფნა მინდა

□ წონაში მომატების მეშინია

თუ ნიშანი დასვი რომელიმე ვარიანტთან, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც საერთო გაქვს იმ თანატოლებთან, რომლებიც თამბაქოს ეწევიან, ან ყოველ შემთხვევაში, აზრად მოსვლიათ მისი მოწევა. *

ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. „მაინტერესებდა, როგორი გემო ჰქონდა სიგარეტს, ამიტომ, სკოლაში ერთ გოგონას გამოვართვი და მალულად მოვწიე“ (ტრეისი).

დაძაბულობის მოხსნა და თანატოლებისგან აღიარება. «სკოლაში ბავშვები იტყვიან ხოლმე: „აუ, ახლა სიგარეტი მომცა?!“ მოწევის შემდეგ კი ამბობენ: „მაგრა მომეშვა!“ მათ შემხედვარეს სტრესის დროს სიგარეტი მეც მინდებოდა» (ნიკი).

წონაში დაკლება: „ზოგიერთი გოგონა სიგარეტს იმიტომ ეწევა, რომ გასუქების ეშინია. რა თქმა უნდა, ეს უფრო ადვილია, ვიდრე დიეტა!“ (სამანტა).

სანამ სიგარეტს მოუკიდებ, მნიშვნელობა არა აქვს, პირველი ღერი იქნება თუ მეორე, დაფიქრდი. ნუ დაემსგავსები ანკესზე წამოგებულ თევზს, რომელსაც სატყუარა ძვირად უჯდება. გაითვალისწინე ბიბლიის რჩევა და გამოიყენე „საღი აზროვნების უნარი“ (2 პეტრე 3:1). უპასუხე შემდეგ კითხვებს:

რა იცი სინამდვილეში მოწევის შესახებ?

აღნიშნე, სწორია თუ არასწორი.

) ․․․ მოწევა სტრესს ამცირებს.

) ․․․ სიგარეტის კვამლს არ შევისუნთქავ.

) ․․․ ჯერ ახალგაზრდა ვარ, მოწევა არ მავნებს.

) ․․․ სიგარეტით ხელში საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველი ვიქნები.

) ․․․ მოწევით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვვნებ.

) ․․․ ღმერთისთვის სულერთია, მოვწევ თუ არა.

პასუხები:

) მოწევა სტრესს ამცირებს. — არასწორია. მართალია, მოწევა დროებით ხსნის სტრესს, ოღონდ მხოლოდ იმ სტრესს, რომელიც სიგარეტის მოწევის ძლიერი სურვილითაა გამოწვეული. სინამდვილეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიკოტინი ზრდის სტრესის ჰორმონებს.

) სიგარეტის კვამლს არ შევისუნთქავ. — არასწორია. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, შენ მიერ ჩასუნთქული სიგარეტის კვამლის ნაწილაკების 80-ზე მეტი პროცენტი ორგანიზმში რჩება.

) ჯერ ახალგაზრდა ვარ, მოწევა არ მავნებს. — არასწორია. მართალია, თითოეული ღერის მოწევასთან ერთად იზრდება ავადობის რისკი, მაგრამ მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ზოგიერთი პრობლემა მალევე იჩენს თავს. მაგალითად, საკმარისია ზოგმა ერთი ღერი მოსწიოს, რომ უკვე მასზე დამოკიდებული ხდება. გარდა ამისა, ფილტვებს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება ჟანგბადი და მეტია იმის ალბათობა, რომ მოწევამ ქრონიკული ხველა გამოიწვიოს. მოწევა აგრეთვე იწვევს კანის ნაადრევ დანაოჭებას, სექსუალურ დისფუნქციას, პანიკურ შიშსა და დეპრესიას.

) სიგარეტით ხელში საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველი ვიქნები. — არასწორია. როგორც მკვლევარი, ლოიდ ჯონსტონი ამბობს, მწეველი ახალგაზრდები „საპირისპირო სქესის უმრავლესობისთვის ნაკლებად მიმზიდველნი არიან“.

) მოწევით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვვნებ. — არასწორია. ყოველ წელს ათასობით პასიური მწეველი იღუპება. სიგარეტის კვამლი მავნებელია არა მარტო შენთვის, არამედ შენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც.

) ღმერთისთვის სულერთია, მოვწევ თუ არა. — არასწორია. ვისაც სურს, რომ ღმერთს ასიამოვნოს, უნდა განიწმინდოს საკუთარი თავი „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“ (2 კორინთელები 7:1). ეჭვი არავის ეპარება, რომ მოწევა ბილწავს სხეულს. ღვთის მეგობარი ვერ იქნები, თუ უწმინდური ჩვევით ზიანს აყენებ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს (მათე 22:39; გალატელები 5:19—21).

როგორ გავუძლო ცდუნებას?

როგორ მოიქცევი, თუ ვინმე სიგარეტს შემოგთავაზებს? უბრალო და მტკიცე პასუხი, როგორიცაა „არა, გმადლობთ, არ ვეწევი“, ხშირ შემთხვევაში ამართლებს. თუ არ მოგეშვება ან დაცინვას დაგიწყებს, გახსოვდეს, რომ ეს შენი არჩევანია. შეგიძლია თქვა:

● „ვიცი, ამას რა მოჰყვება და გადავწყვიტე, არ მოვწიო“.

● „სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია“.

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ახალგაზრდების მსგავსად, შესაძლოა, შენც ფიქრობ, რომ პრობლემა შენშია. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ იფიქრე ასეთ კითხვებზე:

● რას მარგებს მოწევა? მაგალითად, თუკი სიგარეტის მოწევას მხოლოდ იმიტომ იწყებ, რომ თანატოლებმა საკუთარ წრეში მიგიღონ, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ მათთვის მისაღები გახდე? მოვინდომებდი ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, ვისაც გაუხარდებოდა ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება?

● როგორ იმოქმედებს მოწევა ჩემს ბიუჯეტზე, ჯანმრთელობასა და სხვებთან ურთიერთობაზე?

● გავცვლი ღმერთთან მეგობრობას სიგარეტზე?

მაგრამ როგორ უნდა დაანებო თავი მოწევას, თუ უკვე ხარ მასზე დამოკიდებული?

როგორ დავანებო თავი?

1. შთააგონე საკუთარ თავს. ჩამოწერე ის მიზეზები, რის გამოც გინდა თავი დაანებო მოწევას და ხშირ-ხშირად გადახედე მათ. ღვთის თვალში სუფთად დარჩენის სურვილი ძლიერი აღმძვრელი ძალაა (რომაელები 12:1; ეფესოელები 4:17—19).

2. ითხოვე დახმარება. თუ ადრე მალულად ეწეოდი, ახლა დროა, ამის შესახებ სხვებს დაელაპარაკო. უთხარი მათ, რომ აპირებ თავი დაანებო მოწევას და სთხოვე დახმარება. თუ გინდა, რომ ღმერთს სუფთა სინდისით ემსახურო, ლოცვაში მიმართე დახმარებისთვის (1 იოანე 5:14).

3. დანიშნე დღე. დაახლოებით ორი კვირით ადრე აღნიშნე კალენდარში ის დღე, როცა მოწევას თავს დაანებებ და ამ თარიღის შესახებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უთხარი.

4. ყველგან მოძებნე და გაანადგურე. კალენდარზე აღნიშნული დღის დადგომამდე, შეამოწმე სადმე ოთახში, მანქანაში ან ტანსაცმელში ხომ არ შემოგრჩა სიგარეტი და გაანადგურე. მოიშორე სანთებელა, ასანთი და საფერფლე.

5. დასძლიე სიგარეტის წევის ძლიერი სურვილი. დალიე რაც შეიძლება მეტი ხილის წვენი ან წყალი და მეტი იძინე. მართალია, სიგარეტის მიტოვება დროებით დისკომფორტს შეგიქმნის, სამაგიეროდ, ეს შენს ხანგრძლივ კეთილდღეობას მოემსახურება!

6. მოერიდე მაცდურ გარემოს. შორს დაიჭირე თავი ისეთი სიტუაციებისგან, სადაც ადვილად შეიძლება ცდუნდე. შეძლებისდაგვარად მოერიდე მწეველების საზოგადოებას (იგავები 13:20).

7. თავს ნუ მოიტყუებ. ნუ იტყვი, მხოლოდ ერთ ნაფაზს დავარტყამ, რადგან ხშირად ერთ ნაფაზს მეორეც მოჰყოლია (იერემია 17:9).

ანკესს ნუ წამოეგები!

ყოველ წელს თამბაქოს კომპანიები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ რეკლამებში. მათ შესანიშნავად იციან, რომ ბევრი ახალგაზრდა მათ ანკესს წამოეგება და მომავალში თამბაქოზე დამოკიდებული გახდება.

ნუ დაუშვებ, რომ თამბაქოს კომპანიებმა ჯიბე გამოგიცარიელონ. რატომ უნდა წამოეგო მათ ანკესს?! არც მათ და არც შენს თანატოლებს, რომლებიც ეწევიან, სინამდვილეში არ ადარდებთ შენი მდგომარეობა (ესაია 48:17).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 8 მართალია, ეს სტატია სიგარეტის მოწევის საფრთხეზე საუბრობს, მაგრამ იგი აგრეთვე ხაზს უსვამს იმ საშიშროებას, რაც თამბაქოს ღეჭვას ახლავს.

[ჩარჩო⁄სურათები 27 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

„თუ ვინმე მკითხავს, რატომ არ ვეწევი, ვუპასუხებ, რომ ფილტვებს ვუფრთხილდები და არ მინდა, ნაადრევად მოვკვდე“

„თუ ვინმე სიგარეტს შემომთავაზებს, არ გამოვართმევ. თუ დამაძალებენ, ვეტყვი: მოვწევ თუ არა, ეს ჩემი საქმეა. რატომ იჭრები ჩემს უფლებებში?! მიკვირს, როგორ შეიძლება, ოცდამეერთე საუკუნეში საკუთარი აზრი თავს მოახვიო ადამიანს“

[სურათები]

ბენჟამინი

ჰიზარი

[ჩარჩო 28 გვერდზე]

იცოდი რომ . . .

უკვამლო თამბაქო, მაგალითად, ისეთი როგორიცაა, საღეჭი თამბაქო, უფრო მეტ ნიკოტინს შეიცავს, ვიდრე სიგარეტი. მასში შედის 25-ზე მეტი კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რომელიც ზრდის ყელისა და პირის ღრუს სიმსივნის განვითარების რისკს.

[ჩარჩო 28 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

თანატოლების ზეგავლენას უფრო ადვილად გაუძლებ, თუ მომზადებული იქნები. სთხოვე მშობლებს, შენთან ერთად გაითამაშონ ისეთი სცენა, როცა ვინმე სიგარეტს გთავაზობს და შენ პასუხი უნდა გასცე. ერთ-ერთ მშობელს შეუძლია თავხედი თანატოლის როლის შესრულება. მინიშნება: პასუხის გაცემაში დაგეხმარება „ჩემი სამოქმედო გეგმა“ წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, გვერდები 132, 133.

[სურათი 28 გვერდზე]

ანკესზე წამოგებული თევზის მსგავსად, მწეველს „სატყუარა“ ძვირად უჯდება