„მადლობელი ვარ, რომ დამანახვეთ, რა მოსიყვარულე მამა მყოლია!“
„მადლობელი ვარ, რომ დამანახვეთ, რა მოსიყვარულე მამა მყოლია!“
● შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში მცხოვრებმა 19 წლის გოგონამ დაწერა: „რელიგიურ ოჯახში აღვიზარდე და ვიცოდი, რომ ქრისტე ჩემი მხსნელი იყო. წლების მანძილზე იმის შიშით ვითრგუნებოდი, რომ ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლით სჯიდა. შემდეგ დავიწყე წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, კითხვა.
რამდენიმე თავის წაკითხვის შემდეგ საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. ახლა ვიცი, რომ იეჰოვა მოსიყვარულე, კეთილი და მოწყალე ღმერთია. მას სურს, დავუახლოვდე და მის მიმართ არ მქონდეს ავადმყოფური შიში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვირას იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე მივდივარ. მადლობელი ვარ, რომ დამანახვეთ, რა მოსიყვარულე მამა მყოლია, რომელიც არ აწამებს ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში“.
წიგნი, „რას გვასწავლის ბიბლია?“, ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხსაც განიხილავს. მაგალითად, თქვენ წაიკითხავთ მკვდრების მდგომარეობაზე, აღდგომის იმედზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ოჯახური მდგომარეობა, ვინ არის ღმერთი და იესო ქრისტე და რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.