ოჯახური განხილვისთვის
ოჯახური განხილვისთვის
რა არის გამოტოვებული ამ სურათზე?
წაიკითხე დაბადების 13:5—17. დააკვირდი სურათს. რა არის გამოტოვებული ამ სურათზე? პასუხები ქვემოთ დაწერე. ერთმანეთთან შეაერთე წერტილები და მიღებული ნახატი გააფერადე.
1. ․․․․․
2. ․․․․․
[დიაგრამა]
(იხილეთ პუბლიკაცია)
დასაფიქრებლად:
რა დავა ატყდა ლოტსა და აბრაამს შორის და მათ მწყემსებს შორის? როგორ შეუწყო აბრაამმა ხელი მშვიდობას თავისი უფლებების მიუხედავად?
მინიშნება: წაიკითხე დაბადების 13:7—9.
ჩაიდო აბრაამმა ლოტის მიმართ წყენა გულში?
მინიშნება: წაიკითხე დაბადების 14:12—16.
როგორ აკურთხა ღმერთმა აბრაამი იმის გამო, რომ ღვთისმოსაწონი თვისებები გამოავლინა?
მინიშნება: წაიკითხე დაბადების 13:14—17.
შენ როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ მშვიდობისმყოფელი ხარ?
მინიშნება: წაიკითხე 1 კორინთელების 13:4, 5; იაკობის 3:13—18.
დავალება მთელი ოჯახისთვის:
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ზემოთ მოცემული ბიბლიური მონაკვეთიდან ჟესტებით გაითამაშოს რომელიმე პერსონაჟის როლი. სხვებმა კი უნდა გამოიცნონ, რომელ პერსონაჟს განასახიერებს ის.
ისწავლე და შეაგროვე
ამოჭერი, შუაზე გადაკეცე და შეინახე
ბიბლიური ბარათი 5 აბრაამი
კითხვები
ა) რა ასაკში შეეძინა აბრაამს თავისი ვაჟი, ისაკი?
ბ) რა აღუთქვა იეჰოვამ აბრაამს?
გ) შეავსე გამოტოვებული ადგილები. ძლიერი რწმენისა და კარგი საქმეების გამო აბრაამს ეწოდა ______________.
[ცხრილი]
ძვ. წ. 4026 წელი
ადამის შექმნა
ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. 1900-იან წლებში.
ახ. წ. 1 წელი
ახ. წ. 98 წელი
დაიწერა ბიბლიის ბოლო წიგნი
[რუკა]
ურიდან ქანაანში გადავიდა
ური
ხარანი
ქანაანი
აბრაამი
ზოგადი ცნობები:
ამ ღვთის ერთგულმა მამაკაცმა იეჰოვას ნების შესასრულებლად კეთილმოწყობილი ქალაქი ური დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, სად იცხოვრებდა (ებრაელები 11:8—10). იგი გამუდმებით ასწავლიდა თავის ოჯახს, დაეცვათ „იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად“ (დაბადება 18:19). ბიბლიაში მას ეწოდება „ყველა . . . მორწმუნის მამა“ (რომაელები 4:11).
პასუხები
ა) 100 წლის ასაკში (დაბადება 21:5).
ბ) მისი შთამომავლობის მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი (დაბადება 22:16—18).
გ) „იეჰოვას მეგობარი“ (იაკობი 2:21—24).
ხალხები და ქვეყნები
3. ჩვენ გვქვია რაჰელა და ანდრეი. ორივე შვიდი წლის ვართ და ვცხოვრობთ რუმინეთში. რამდენი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს რუმინეთში: 38 600, 68 300 თუ 83 600?
4. შემოხაზე ის წერტილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. დასვი წერტილი იქ, სადაც შენ ცხოვრობ და დაინახავ, რა მანძილია რუმინეთამდე.
დავალება ბავშვებისთვის
მოძებნეთ ეს სურათები ამ ჟურნალში და თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რას ხედავთ თითოეულ სურათზე.
დასაწყისი
დასასრული
● პასუხები რუბრიკიდან „ოჯახური განხილვისთვის“ იხილეთ მე-11 გვერდზე
30-ე და 31-ე გვერდზე მოცემული კითხვების პასუხები
1. ძროხა.
2. ცხვარი.
3. 38 600.
4. გ).