არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცით, რას გვამცნობს ბიბლია?

იცით, რას გვამცნობს ბიბლია?

იცით, რას გვამცნობს ბიბლია?

● ბიბლია ისტორიაში ყველაზე გავრცელებული წიგნია. მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანმა დაინახა, რომ ბიბლიის ცნობა ნუგეშისა და იმედის წყაროა და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულ რჩევებს იძლევა. თუმცა ბევრს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს ამ ბრწყინვალე წიგნზე.

შთამბეჭდავი და გემოვნებით დასურათებული ბროშურა — „რას გვამცნობს ბიბლია?“ — დაგეხმარებათ მოკლე დროში ბიბლიის შინაარსის გაგებაში. პირველი ორი ნაწილი აღწერს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა დედამიწაზე სამოთხე ადამიანთათვის და როგორ დაიკარგა ის. ასევე ვიგებთ, რომ შემოქმედს განზრახული აქვს, ღვთის სამეფოს მეშვეობით აღადგინოს სამოთხე. ეს სამეფო არის ზეციერი მთავრობა, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს.

შემდეგი ნაწილები ყურადღებას ამახვილებს იესოზე — მის მსახურებაზე, მის სასწაულებზე, სიკვდილსა და აღდგომაზე. ჩვენ ასევე ვეცნობით იესოს გაბედულ მიმდევრებს და მათ მიერ ღვთისგან შთაგონებით დაწერილ წერილებს, რომლებიც ბიბლიის ნაწილად იქცა.

26 ნაწილისგან შემდგარი ეს ბროშურა მთავრდება შესანიშნავი თემით „აღდგენილი სამოთხე“. 27-ე გვერდზე „ბიბლიის მოკლე მიმოხილვაში“ იხილავთ ლამაზ ილუსტრაციებს და მცირე ინფორმაციას იმ შვიდ მთავარ მოვლენაზე, რომლებიც უკავშირდება კაცობრიობასთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვას.

თუ გსურთ, მიიღოთ ამ 32-გვერდიანი ბროშურის ეგზემპლარი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს ბროშურა.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.