თათრების წარსული, აწმყო და მომავალი
თათრების წარსული, აწმყო და მომავალი
„გადაფხიკე რუსი და აღმოაჩენ ტარტარს [თათარს]“. ბავშვობიდან ხშირად მესმის ეს გამონათქვამი. ყოველთვის რუსი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ ამას წინათ ნათესავებისგან გავიგე, რომ პაპაჩემი (მამაჩემის მამა) თათარი * ყოფილა. ეს რომ მეგობრებს ვუთხარი, ზოგიერთებმა მითხრეს, რომ მათაც ჰქონიათ თათრული ფესვები.
დავინტერესდი და დავიწყე გამოკვლევა, ვინ იყვნენ ცნობილი თათრები და რა მიღწევები ჰქონდათ ხელოვნებაში, სპორტში და ასე შემდეგ. აღმოვაჩინე, რომ თურმე ბალეტის ცეკვის ოსტატი რუდოლფ ნურიევი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ცეკვის ხელოვნებაში, თათრულ ოჯახში დაბადებულა რუსეთში. დაახლოებით შვიდი მილიონი თათარი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. თუ ნებას დამრთავთ, მოგიყვებით, რა ინფორმაცია მოვიძიე მათზე.
წარსული
საუკუნეების განმავლობაში თათრებს მონღოლებთან და თურქებთან ერთად მოიხსენიებდნენ. მე-13 საუკუნეში ისინი მონაწილეობდნენ ლაშქრობებში, რომლებსაც მონღოლთა მხედართმთავარი ჩინგიზ-ყაენი მეთაურობდა. * ჩინგიზ-ყაენის იმპერია უზარმაზარ ფართობზე იყო გადაჭიმული და სიდიდით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას უტოლდებოდა. 1236 წელს ყაენის 150 000-იანი ჯარი ევროპისკენ დაიძრა, რომლის საზღვარიც ურალის მთების დასავლეთ ნაწილიდან იწყება. სწორედ აქ შეუტიეს მათ პირველად რუსეთის ქალაქებს.
რუსეთის დაპყრობიდან მალევე მონღოლებმა დააარსეს მონღოლურ-თურქული სახელმწიფო, რომლის დასავლეთ ნაწილს ზოგი „ოქროს ურდოს“ უწოდებდა. მისი დედაქალაქი, სარაი-ბათუ ქვემო ვოლგაზე იყო გაშენებული. ამ სახელმწიფოში შედიოდა ციმბირის ნაწილი, ურალის მთები, უკრაინის კარპატები და საქართველოს კავკასიის მთები. რუსეთის სამთავროები იძულებულნი შეიქნენ, ურდოსთვის ხარკი ეხადათ. მე-15 საუკუნეში ურდო დაიშალა და ჩამოყალიბდა ყირიმის, ასტრახანისა და ყაზანის სახანოები.
თათრეთი და მისი დედაქალაქი ყაზანი
დღეს დაახლოებით 4 მილიონი კაცი ცხოვრობს თათრეთის მრავალეროვან რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი ფართობი დაახლოებით 68 000 კვადრატული კილომეტრია და ის „ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ითვლება რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს შორის“. თათრეთს რუსეთში წამყვანი როლი უკავია გაზისა და ნავთობის წარმოებაში. აქ ხდება თვითმფრინავებისა და ავტომობილების წარმოება. ქვეყანაში არის რამდენიმე აეროპორტი.
ყაზანი მდინარე ყაზანკაზე გაშენებული თანამედროვე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიონს შეადგენს. ის ერთ-ერთია რუსეთის იმ ქალაქებიდან, * ყველა სადგურს თავისი დამახასიათებელი სტილი გააჩნია. ზოგში თანამედროვე დიზაინი სჭარბობს, ზოგში აზიური კულტურისა თუ შუასაუკუნეების შტრიხები შეიმჩნევა. ყაზანის მეტროს ერთ სადგურს ამშვენებს 22 მოზაიკური ფრესკა, რომლებშიც თათრული ტრადიციული ზღაპრების სცენებია ასახული.
რომლებსაც მეტროს ლამაზი სადგურები ამშვენებს.1804 წელს რუსეთის მეფე ალექსანდრე I-მა დააარსა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იქ განთავსებულია ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა რუსეთში. ის გავლენიან საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად ითვლება და სწორედ მან მისცა დასაბამი სხვა უნივერსიტეტების არსებობას თათრეთში. ბიბლიოთეკაში მოიპოვება 5 000 000 წიგნი და სხვა პუბლიკაცია, რომელთა შორის 30 000 ძველი ხელნაწერია; ზოგიერთი მათგანი ახ. წ. მე-9 საუკუნითაა დათარიღებული.
ერთი სიამოვნებაა ბაუმანის ცენტრალურ ქუჩაზე გასეირნება. იქაურობა სავსეა თვალისმომჭრელი მაღაზიებითა და კაფეებით. ამ ადგილს ახლახან ვესტუმრეთ მე და ჩემი მეუღლე და ქალაქის სილამაზით გული რომ ვიჯერეთ, მდინარე ვოლგაზეც მოვიწყეთ პატარა კრუიზი.
ყაზანის ღირსშესანიშნაობებში შედის კრემლის „მხცოვანი“ ციხესიმაგრე თავისი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც მე-16 საუკუნით თარიღდება. რუსეთის ტერიტორიაზე ეს დღემდე შემორჩენილი ერთადერთი თათრული ციხესიმაგრეა. ქვის გალავნიანი ყაზანის კრემლის შიგნით განთავსებულია სუუმბიკეს კოშკი, თათრეთის სამთავრობო შენობები, მეჩეთი და მართლმადიდებლური ეკლესია.
2000 წელს ყაზანის კრემლი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. კრემლის არქიტექტურა განსაკუთრებით ღამით ატყვევებს მნახველთ, როცა მისგან გამოტყორცნილი შუქი თვალისმომჭრელად ლივლივებს მდინარეზე.
ხალხი და ენა
თათრები რუსეთში მცხოვრები თურქული წარმოშობის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია და როგორც ამბობენ, მათი რიცხვი 5 500 000 აღწევს. თუმცა დაუდგენელია, სულ რამდენი თათარი ცხოვრობს ამ უზარმაზარ ქვეყანაში.
თათრული ენა მიეკუთვნება თურქულ ენათა ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება აგრეთვე აზერბაიჯანული, ბაშკირული, თურქმენული, თურქული, იაკუტური, ნოღაი, ტუვური, უზბეკური და ყაზახური ენები. ზოგიერთი ენა იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ მოსაუბრეებს ადვილად ესმით ერთმანეთის.
თურქულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი მსოფლიოში მილიონებს ითვლის. თათრეთის ქუჩებში სეირნობისას თქვენ მოისმენთ როგორც თათრულ, ისე რუსულ ენაზე ლაპარაკს. ამავე ენებზე იბეჭდება გაზეთებიცა და წიგნებიც; რადიოსა და ტელევიზიაშიც გადაცემები ამ ენებზე გადის. თეატრებში წარმოდგენები თათრულ ენაზე იმართება და მასში ძირითადად ასახულია თათრეთის ისტორია, თათრული ფოლკლორი და ამ ხალხის ყოფა-ცხოვრება.
ქუჩის სახელწოდებები და მაღაზიის წარწერები ორენოვანია — რუსული და თათრული. რუსულ ენაში ბევრ სიტყვას თათრული წარმოშობა აქვს. 1928 წელს თათრული დამწერლობა შეიცვალა — არაბული ანბანი ლათინურმა ჩაანაცვლა. 1939 წლიდან თათრების დამწერლობა კირილიცაა, რომელიც რუსული კირილიცის მსგავსია.
ეროვნული ადათ-წესები
ერთ დროს თათრები მონადირეები იყვნენ და მეჯოგეობას მისდევდნენ. ეროვნულ კერძებში დღემდე სჭარბობს ხორციანი საჭმელები. ბევრის საყვარელი საჭმელია ბელეში. ეს არის ღვეზელი, რომელშიც კარტოფილი და ხორცი ერთად არის არეული და დამატებული აქვს ხახვი და სანელებლები. ის დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცხვება. ცხელ-ცხელ ღვეზელს სუფრაზე ყველას თვალწინ
ჭრიან და მაშინვე მიირთმევენ, სანამ ჯერ კიდევ ოხშივარი ასდის.ეროვნულ დღესასწაულთა შორის სავარაუდოდ ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი საბანტუის დღესასწაულია. მას წარმართული დასაბამი აქვს. ამ დღესასწაულზე ხალხი ერთად ლოცულობს და მზის ღმერთსა და წინაპართა სულებს შესაწირავებს სწირავს. სჯერათ, რომ ასეთი მსხვერპლის წყალობით მათი მოდგმა არ გადაშენდება, საქონელი გამრავლდება და მოსავალიც უხვი ექნებათ.
თათრებს ძალიან უყვართ ცხენები და ვინაიდან ეს ხალხი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, შეიძლება ითქვას, რომ ცხენი მათი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყაზანში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი იპოდრომი თავისი 12 საჯინიბოთი და ვეტერინარული კლინიკით. იპოდრომზე თქვენ ნახავთ ცხენების საცურაო აუზსაც.
მომავალი
ყურანში წერია: „ფსალმუნებში ჩავჰსწერეთ, სჯული მივეცით თუ არა მოსესა, რომ ქვეყანა იქმნეს სამკვიდრებლად ჩვენ მართალ მსახურთათვის“ (სურა [თავი] 21, ალ-ანბიია [წინასწარმეტყველები], მუხლი 105). როგორც ჩანს, ეს სიტყვები დავითის ფსალმუნებიდან არის აღებული, რომელიც ბიბლიაში 1500-ზე მეტი წლით ადრე ჩაიწერა. 37-ე ფსალმუნის 29-ე მუხლში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.
რომელი ერიდან და ეთნიკური ჯგუფიდან იქნებიან ეს მართალი და ბედნიერი ადამიანები? „ინჯილში“ (სახარება) ნაწინასწარმეტყველებია, რომ იქნებოდა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9). მართლაც, რა სასიამოვნო იქნება იმ დროში ცხოვრება, როცა მთელი პლანეტა აივსება მრავალეროვანი და მრავალფეროვანი საძმოთი. *
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 თათრები არიან თურქული წარმოშობის დიდი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საქართველოში ბევრი თათრებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან აიგივებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
^ აბზ. 5 შეგიძლიათ წაიკითხოთ 2008 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია „მომთაბარე აზიელები, რომლებმაც იმპერია შექმნეს“.
^ აბზ. 9 მეტროს სადგურები რუსეთის სხვა ქალაქებშიცაა: ეკატერინბურგში, მოსკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდში, ნოვოსიბირსკში, სამარასა და სანკტ-პეტერბურგში.
^ აბზ. 25 თუ გნებავთ, მეტი გაიგოთ ღვთის განზრახვებზე, წაიკითხეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოშვებული ბროშურა „ღვთის ხელმძღვანელობა — გზა სამოთხისკენ“.
[ჩარჩო 25 გვერდზე]
ღვთის სახელი თათრულ ენაში
წიგნში „Dinnər Tarixb“ („მსოფლიო რელიგიები“), რომლის ავტორიცაა თათარი მწერალი ხუჟაევი, ნათქვამია, რომ ადამი შექმნა იაჰვე ალაჰმა ანუ იეჰოვა ღმერთმა. ხუთწიგნეულის თათრულ გამოცემაშიც, რომელიც დღევანდელი ბიბლიის პირველი ხუთი წიგნია, დაბადების 2:4-ს თანდართული აქვს სქოლიო, სადაც მოხსენიებულია ღვთის სახელი: «შესაძლოა, ძველად ებრაელები ამ სახელს გამოთქვამდნენ როგორც „იაჰვე“».
[ჩარჩო 26 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები თათრეთში
რუსეთში იეჰოვას მოწმეებმა ჩამოაყალიბეს თათრული ენის შემსწავლელი კურსები. მიზეზი ის იყო, რომ მათ ხალხისთვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარების უდიდესი სურვილი ჰქონდათ. ერთმა თათარმა ქალბატონმა ასეთი რამ თქვა: „როცა ღვთის შესახებ მშობლიურ ენაზე დამელაპარაკნენ, გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომცვივდა“.
1973 წელს იეჰოვას მოწმე თათრების პატარა ჯგუფმა დაიწყო თათრულ ენაზე შეხვედრების ჩატარება. ამ შეხვედრებზე ისინი ბიბლიას სწავლობდნენ. 1990-იან წლებში იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს თათრულ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა. * 2003 წელს ჩამოყალიბდა პირველი თათრულ-ენოვანი კრება ნაბერეჟნიე-ჩელნიში (თათრეთის რესპუბლიკა). ამჟამად რუსეთში 8 თათრული კრება და 20 ჯგუფია.
2008 წელს ასტრახანიდან (მდინარე ვოლგის რეგიონი), ურალის მთებიდან, დასავლეთ ციმბირიდან და შორეული ჩრდილოეთიდან ჩასული დელეგატები დაესწრნენ საოლქო კონგრესს თათრეთში, რომელიც თათრულ ენაზე ჩატარდა. დღეისათვის თათრეთში არის 36 თათრული და რუსული კრება, მათ შორის კრებები რუსული ჟესტების ენაზე. არის აგრეთვე ჯგუფებიც. მთლიანობაში ამ რესპუბლიკაში 2300-ზე მეტი ადამიანი ქადაგებს ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას.
[სქოლიო]
^ აბზ. 37 ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ბიბლიებსა და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს 560-ზე მეტ ენაზე გამოსცემს.
[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]
ძალოსანი მწყემსი ხდება
პიოტრ მარკოვი, დაიბადა 1948 წელს თათრეთის ერთ-ერთ სოფელში. 30 წლის განმავლობაში ის იმ მხარეში ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე და ძალოსანი. ერთხელ მან 32 კილოგრამიანი სიმძიმე 130-ჯერ ასწია. დღეს ის იეჰოვას მოწმეა და ცნობილია, როგორც ღვთის სიტყვის მქადაგებელი, რომელიც ადამიანებს ესაუბრება თათრულ და რუსულ ენებზე და ასწავლის მათ, როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ პრობლემებს.
პიოტრი ჰბაძავს თავის მზრუნველ შემოქმედს, რომელზეც ესაიას 40:11-ში ნათქვამია: „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ. მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება“.
[სურათი]
დღეს პიოტრი სულიერი მწყემსია
[რუკა 24 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რუსეთი
ურალის მთები
მოსკოვი
სანკტ-პეტერბურგი
თათრეთის რესპუბლიკა
ყაზანი
მდინარე ვოლგა
[სურათი 25 გვერდზე]
ყაზანის კრემლი მდინარე ყაზანკაზე
[საავტორო უფლება]
© Michel Setboun/CORBIS
[სურათი 26 გვერდზე]
„ბელეში“ არის თათრების საყვარელი ღვეზელი