არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის ცუდი ჩვევის მოცილებაში დამეხმარა

ის ცუდი ჩვევის მოცილებაში დამეხმარა

ის ცუდი ჩვევის მოცილებაში დამეხმარა

● გასულ წელს გამოიცა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1. 180-ე გვერდზე ახსნილია იგავების 24:16, სადაც წერია, რომ მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება. ეს აზრი დიდად დამხმარე აღმოჩნდა ერთი ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელმაც მოგვიანებით ასეთი რამ მოგვწერა: „ამ გვერდზე მოცემულმა სურათმა დამანახა, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ჩემი მცდელობა და წარმატება . . . ამ წიგნმა მასწავლა, უფრო კონკრეტულად ვილოცო ამა თუ იმ საკითხზე და ღმერთს ვთხოვო, დამეხმაროს უღირსობის გრძნობასთან გამკლავებაში. თანაც მანამდე ვილოცო, სანამ ცდუნებას ავყვები და ასეთი სახით დავძლიო ჩემი ცუდი ჩვევა.

დარწმუნებული ვარ, წლებიც რომ მომიწიოს ბრძოლა, და როგორც ბიბლიაში წერია, 77-ჯერაც რომ დავეცე, მაინც მოვიშორებ ამ მავნე ჩვევას. დღეს უკვე აღარ ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ყველაზე ცოდვილი ადამიანი ვარ“.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, თუ შეავსეთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.