არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

რა არის არასწორი ამ სურათზე?

წაიკითხე ლუკას 17:11—19. რა სამი რამ არის ამ სურათზე არასწორი? დაწერე ქვემოთ შენი პასუხები და გააფერადე სურათი.

დასაფიქრებლად:

სხვა კეთროვნებისგან განსხვავებით როგორ მოიქცა ერთი კეთროვანი?

მინიშნება: წაიკითხე ლუკას 17:15, 16.

როგორ შეგიძლია მიჰბაძო მის მაგალითს?

მინიშნება: წაიკითხე კოლოსელების 3:15; 1 თესალონიკელების 5:18.

ვის შეგიძლია გადაუხადო ყოველი დღისთვის მადლობა?

მინიშნება: წაიკითხე ფსალმუნის 107:8; იაკობის 1:17.

დავალება მთელი ოჯახისთვის:

ოჯახის თითოეულმა წევრმა ფურცელზე დაწერეთ სულ მცირე ერთი მიზეზი, თუ რისთვის ემადლიერებით იეჰოვას, შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრს და ბოლოს რომელიმე მეგობარს. შეადგინეთ პატარა გეგმა, თუ როგორ შეგიძლიათ გამოავლინოთ მადლიერება ამ პიროვნებების მიმართ.

 ისწავლე და შეაგროვე

ბიბლიური ბარათი 21 მოსე

კითხვები

ა) ბიბლიის რომელი წიგნები დააწერინა ღმერთმა მოსეს?

ბ) მოსეს მშობლებს ერქვათ ________ და ________. ის იშვილა ________ ________.

გ) დაასრულეთ ბიბლიის სიტყვები: მოსე „მტკიცე იყო . . .“.

ზოგადი ცნობები:

პირველი ადამიანი, რომელსაც ღმერთმა სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. მსახურობდა ღვთის წინასწარმეტყველად, იყო აგრეთვე მსაჯული, კანონმდებელი და ძველი ისრაელის წინამძღოლი. ისრაელები მას უყურებდნენ, როგორც კაცს, რომელიც მრავალ ნიშნებს და სასწაულებს ახდენდა (კანონი 34:10—12; გამოსვლა 4:1—9).

პასუხები

ა) დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვები, მეორე კანონი, იობი (ასევე 90-ე და შესაძლოა 91-ე ფსალმუნიც).

ბ) ამრამი, იოქებედი, ფარაონის ასულმა (გამოსვლა 1:15—2:10; 6:20).

გ) „ . . . თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:27).

ხალხები და ქვეყნები

4. მე მქვია მამფიონონა. ვარ რვა წლის, ვცხოვრობ მადაგასკარზე. რამდენი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს მადაგასკარზე: 10 000, 24 000 თუ 62 000?

5. შემოხაზე ის წერტილი, სადაც მე ვცხოვრობ. დასვი წერტილი იქ, სადაც შენ ცხოვრობ და დაინახავ, რა მანძილია მადაგასკარამდე.

დავალება ბავშვებისთვის

მოძებნეთ ეს სურათები ამ ჟურნალში და თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რას ხედავთ თითოეულ მათგანზე.

 30-ე და 31-ე გვერდებზე მოცემული კითხვების პასუხები

  1.   უნდა იყოს 10 კეთროვანი და არა 11.
  2.   ყველა კეთროვანი კაცი იყო.
  3.   მადლიერი კეთროვანი „იესოს ფეხებთან პირქვე დაემხო და მადლობა გადაუხადა“.
  4.   24 000.
  5.    ბ.