ვინ შექმნა?
ლიას სანავიგაციო სისტემა
ლიას ის სახეობა, რომელსაც სურათზე ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გადამფრენი ფრინველია. იგი რვა დღის განმავლობაში შეუსვენებლივ მიფრინავს თითქმის 11 000 კილომეტრზე.
დაფიქრდით: მკვლევრებს მტკიცედ სწამთ, რომ ზოგიერთი სახეობის ფრინველი მიგრაციის დროს დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებს, თანაც ისე, თითქოს ტვინში პატარა კომპასი ჰქონდეთ ჩადებული. სავსებით შესაძლებელია, რომ ლია მიგრაციის დროს დღისით მზეს იყენებდეს და ღამით ვარსკვლავებს. როგორც ჩანს, ის შტორმის მოახლოებასაც გრძნობს და შესაბამისად, ზურგის ქარს თავის სასარგებლოდ იყენებს. თუმცა მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან ყველა დეტალს, თუ როგორ ასრულებს ეს ფრინველი ამხელა მარშრუტს. „20 წელია ვსწავლობ ამ ფრინველს, მაგრამ დღემდე აღტაცებაში მოვყავარ მას“, — ამბობს ბიოლოგი ბობ გილი.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ლიას ნავიგაციის საოცარი უნარი თუ შემოქმედმა აღჭურვა იგი ამ უნარით?