არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

მხტუნავი მწერის კბილანიანი ფეხები

მხტუნავი მწერის კბილანიანი ფეხები

დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ კბილანები ადამიანის გამოგონება იყო. მაგრამ ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდა. ერთმანეთში ჩამჯდარი კბილანები ცოცხალ ქმნილებაშიც აღმოაჩინეს, კერძოდ, ევროპის მინდვრებში გავრცელებული მხტუნავი მწერის ერთ-ერთ სახეობაში (Issus coleoptratus). *

მწერის ამ სახეობას ნიმფობის (ახალგაზრდობის) დროს შეუძლია წამის ორ მეათასედში განავითაროს 3,9 მ/წმ სიჩქარე. ამ დროს მიზიდულობის ძალა 400-ჯერ აღემატება მისი სხეულის მასას. ის იმდენად სწრაფად დახტის, რომ თვალის ერთ დახამხამებაზე თვალსაწიერიდან ქრება. ასეთი ნახტომების გასაკეთებლად აუცილებელია, რომ მწერი ორივე უკანა ფეხით ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე ძალით ახტეს. რაში მდგომარეობს ასეთი სიზუსტის საიდუმლო?

დაფიქრდით: მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უკანა ფეხების საზარდულთან მწერს აქვს ერთმანეთში ჩასმული კბილანები. სწორედ კბილანები უზრუნველყოფს ახტომისას მწერის ორივე ფეხის საოცარ სინქრონულობას. სხვაგვარად, ის ნახტომის მიმართულებას ვერ გააკონტროლებდა.

შედარებით დიდ მწერებს ახტომისას ფეხების სინქრონულად მოძრაობაში ნერვული სისტემა ეხმარება. მაგრამ ამ ახალგაზრდა მწერის შემთხვევაში, ნერვული იმპულსები ძალიან ნელა რეაგირებს, ამიტომ ამ ფუნქციას ერთმანეთში ჩასმული კბილანები ასრულებს. „ადრე ასეთ მექანიზმს მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილ დანადგარებში ვხედავდით, — აღნიშნავს მეცნიერ-მკვლევარი გრეგორი სუტონი. — ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბუნებას კარგად არ ვაკვირდებოდით“.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა მხტუნავ მწერს (Issus coleoptratus) კბილანები, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?

^ აბზ. 3 კბილანები მწერის ამ სახეობას მხოლოდ ნიმფობის სტადიაში — ზრდასრულობის ფაზამდე აქვს.