მთავარი თემა | ხელისუფლება კორუფციის გარეშე
ღვთის სამეფო — ხელისუფლება კორუფციის გარეშე
„ბოლოს და ბოლოს მაღალჩინოსნებიც ხომ ადამიანები არიან. თუ მოკვდავი ადამიანი უპატიოსნობისკენ არის მიდრეკილი, რა გასაკვირია, რომ მთავრობაც კორუმპირებული იყოს“, — ასე ახსნა კორუფციასთან ბრძოლის წარუმატებლობის მიზეზი ნიკარაგუის მთავარმა რევიზორმა.
განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ თუ საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმები დაკნინებულია, მაშინ ვერც ამ საზოგადოებისგან შემდგარი მთავრობა იქნება პატიოსანი? თუ ასეა, გამოდის რომ, არაკორუმპირებული მთავრობა ზეადამიანური უნდა იყოს. ბიბლია სწორედ ასეთ ხელისუფლებაზე საუბრობს. ეს არის ღვთის სამეფო. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ელოცათ ამ ხელისუფლების დამყარებისთვის (მათე 6:9, 10).
ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა, რომელიც ზეციდან მმართველობს. ის შეცვლის დედამიწაზე არსებულ ყველა ხელისუფლებას (ფსალმუნი 2:8, 9; გამოცხადება 16:14; 19:19—21). ღვთის სამეფო უამრავ კურთხევას გვპირდება, მათ შორის, კორუფციის აღმოფხვრასაც. განვიხილოთ სამეფოს ექვსი თავისებურება, რაც ამაში გვარწმუნებს.
1. ძალაუფლება
პრობლემა: სახელმწიფო ძირითადად მოქალაქეების მიერ გაღებული გადასახადებით ფინანსდება. უწყვეტ ნაკადად შემოსული ფული ზოგ მაღალჩინოსანს მოპარვის ცდუნების წინაშე აყენებს, ზოგი კი ქრთამს იღებს კერძო პირებისგან, რომლებიც ითხოვენ გადასახადების ან სხვა ხარჯების შემცირებას. იკვრება მანკიერი წრე — მთავრობა ამ ზარალის ასანაზღაურებლად ზრდის გადასახადებს, რასაც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტი კორუფცია მოჰყვება. ასეთ სისტემაში ყველაზე მეტად პატიოსანი ადამიანები ზარალდებიან.
გამოსავალი: ღვთის სამეფოს ძალაუფლებას ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, * აძლევს (გამოცხადება 11:15). ამ სამეფომ რომ იმმართველოს, არ სჭირდება ქვეშევრდომებისგან გადასახადების აკრეფა. ნაცვლად ამისა, ღვთის ძლევამოსილება და გულუხვობა გვარწმუნებს, რომ სამეფო მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თავისი ქვეშევრდომების მოთხოვნილებებს (ესაია 40:26; ფსალმუნი 145:16).
2. მმართველი
პრობლემა: „კორუფციასთან ბრძოლა მთავრობიდან უნდა დაიწყოს“, — განაცხადა წინა სტატიაში მოხსენიებულმა სუზან როუზ-აკერმენმა. მთავრობა კარგავს ხალხის ნდობას, როცა ცდილობს, კორუფციის აღმოფხვრას პოლიციის თანამშრომლებსა და მებაჟეებში, მაშინ როცა იწყნარებს მაღალჩინოსნების კორუმპირებულობას. არასრულყოფილებას ყველაზე პატიოსანი მმართველიც კი ვერ გაექცევა. როგორც ბიბლია ამბობს: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20).
იესომ უარყო ყველაზე მაცდუნებელი წინადადება
გამოსავალი: არასრულყოფილი ადამიანებისგან განსხვავებით, იესო ქრისტეს, რომელიც ღმერთმა დანიშნა სამეფოს მმართველად, არასდროს გაუჩნდება იმის ცდუნება, რომ რაიმე არასწორი გააკეთოს. ეს მან მაშინ დაამტკიცა, როცა უარყო ყველაზე მაცდუნებელი წინადადება, მიეღო „ყველა სამეფო და მათი დიდება“. იესოს ამ ყველაფერს ჰპირდებოდნენ ცრუ თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი ერთი უბრალო რიტუალის შესრულების სანაცვლოდ — ის ქვეყნიერების მმართველის, ეშმაკის, წინაშე უნდა დამხობილიყო (მათე 4:8—10; იოანე 14:30). წამების ძელზე გაკრულსაც კი იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება, რომ უარი თქვა, დაელია „ნაღველნარევი ღვინო“, რომელიც ტკივილს დაუამებდა, მაგრამ შესაძლოა საღი აზრი დაეკარგვინებინა (მათე 27:34). დღეს ზეცად ამაღლებული იესო ამტკიცებს, რომ სრულად შეესაბამება ღვთის სამეფოს მმართველისთვის საჭირო მოთხოვნებს (ფილიპელები 2:8—11).
3. სტაბილურობა
პრობლემა: ბევრ ქვეყანაში რეგულარულად ტარდება არჩევნები, რათა ხალხს კორუმპირებული ჩინოვნიკების თანამდებობიდან გადაყენების საშუალება მიეცეს. რეალურად კი, საარჩევნო კამპანიები და არჩევნები უფრო მეტად უწყობს ხელს კორუფციას განვითარებულ ქვეყნებშიც კი. საარჩევნო კამპანიებისთვის გაღებული თანხებითა და სხვა საქმეებით, მდიდრებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა როგორც არსებულ, ისე მომავალ თანამდებობის პირებზე.
შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ჯონ პოლ სტივენზმა დაწერა, რომ ასეთი გავლენა საფრთხეს უქმნის „არა მარტო მთავრობის სამართლიანობასა და ეფექტიანობას, არამედ ხალხს ნდობასაც აკარგვინებს“. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბევრის აზრით, პოლიტიკური პარტიები ყველა ინსტიტუტზე მეტად კორუმპირებულია.
გამოსავალი: ღვთის სამეფო სტაბილური და უცვლელი მთავრობაა. ამიტომ დედამიწაზე მისი მმართველობის დროს აღარ იქნება არც საარჩევნო კამპანიები და არც გაყალბებული არჩევნები (დანიელი 7:13, 14). ვინაიდან მისი მმართველი თავად ღვთის მიერ არის დანიშნული, სამეფოს მდგრადობა არჩევნებში მიღებულ ხმებზე არ იქნება დამოკიდებული და არც არავის გაუჩნდება ამ ხელისუფლების გადაყენების სურვილი. სამეფოს სტაბილურობა გვარწმუნებს, რომ ის ყველაფერს ხალხის საკეთილდღეოდ გააკეთებს და თანაც ეს მარადიულად გასტანს.
4. კანონები
პრობლემა: შეიძლება იფიქროთ, რომ ახალი კანონების შემოღება მდგომარეობას გააუმჯობესებს. მაგრამ ექსპერტების დასკვნით, ხშირ შემთხვევაში რაც მეტია კანონი, მით მეტია კორუფციის გაზრდის ალბათობა. გარდა ამისა, იმ კანონების ამოქმედება, რომლებსაც კორუფციასთან საბრძოლველად იყენებენ, ხშირად ძვირი ჯდება და ბევრიც ვერაფერი მიიღწევა.
გამოსავალი: ღვთის სამეფოს კანონები ადამიანის დადგენილ კანონებზე გაცილებით აღმატებულია. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ კანონების გრძელი ნუსხა ჩამოეწერა, იესომ მოგვცა კანონი, რომელსაც ხშირად „ოქროს წესს“ უწოდებენ. ამ კანონში ნათქვამია: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). უფრო მეტად აღსანიშნავი კი ის ფაქტია, რომ ღვთის სამეფოს კანონები ყურადღებას მოტივებსა და მოქმედებებზე ამახვილებს. „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, — თქვა იესომ (მათე 22:39). ცხადია, ღმერთს, რომელსაც გულების წაკითხვა შეუძლია, ფაქტობრივად, ამ კანონების გამყარება და გაძლიერებაც ხელეწიფება (1 სამუელი 16:7).
5. მოტივები
პრობლემა: კორუფციისკენ ადამიანს სიხარბე და ეგოიზმი აღძრავს. სახელმწიფო მოხელეები და ზოგადად ადამიანები ხშირად ავლენენ მსგავს უარყოფით თვისებებს. წინა სტატიაში მოხსენიებული უბედური შემთხვევა, რომელიც ეხებოდა სეულში სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას, იმიტომ მოხდა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ქრთამი აიღეს სამშენებლო კომპანიისგან. ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ ქრთამის გადახდა უფრო ნაკლები დაუჯდებოდა, ვიდრე სათანადო მასალების გამოყენება და უსაფრთხოების წესების დაცვა.
აქედან გამომდინარე, კორუფციის აღმოსაფხვრელად ადამიანებმა უნდა ისწავლონ, როგორ დასძლიონ ძვალ-რბილში გამჯდარი სიხარბე და ეგოიზმი. მაგრამ მიწიერ ხელისუფალთ ასეთი განათლების მიცემის არც სურვილი აქვთ და არც შესაძლებლობა.
* ასეთი განათლება ეხმარება მათ „განიახლონ გონების აღმძვრელი ძალა“ (ეფესოელები 4:23). ადამიანები სიხარბისა და ეგოიზმის ნაცვლად სწავლობენ, იყვნენ იმით კმაყოფილი, რაც აქვთ და იზრუნონ სხვებზე (ფილიპელები 2:4; 1 ტიმოთე 6:6).
გამოსავალი: ღვთის სამეფო ასწავლის ადამიანებს, როგორ მოერიონ კორუფციამდე მიმყვან არასწორ სურვილებს.6. ქვეშევრდომები
პრობლემა: საუკეთესო განათლებისა და გარემო პირობების მიუხედავად, ზოგი მაინც უპატიოსნო ცხოვრებას ირჩევს. ექსპერტები სწორედ ამას ასახელებენ იმის მიზეზად, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანურ მთავრობებს კორუფციის აღმოფხვრა. ერთადერთი რის გაკეთებასაც მთავრობები იმედოვნებენ, კორუფციისა და მისით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირებაა.
გამოსავალი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაში, რომელიც ეხება კორუფციასთან ბრძოლას, ნათქვამია, რომ კორუფციის დასაძლევად მთავრობებმა თავიანთ ქვეშევრდომებს „პატიოსნების, ზნეობისა და პასუხისმგებლობისკენ უნდა მოუწოდონ“. ეს ერთობ კეთილშობილური მიზანია, მაგრამ ღვთის სამეფო მარტო კი არ მოუწოდებს, არამედ მოითხოვს კიდეც ამ თვისებების გამოვლენას თავისი ქვეშევრდომებისგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ხარბები და მატყუარები ვერ დაიმკვიდრებენ სამეფოს (1 კორინთელები 6:9—11; გამოცხადება 21:8).
პირველი ქრისტიანების მაგალითიდან შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანს შეუძლია, ისწავლოს მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა. მაგალითად, როდესაც ერთმა მოწაფემ, სახელად სიმონმა, წმინდა სულის მისაღებად მოციქულებს ფული შესთავაზა, მათ უარი თქვეს ქრთამის აღებაზე და უთხრეს: „მოინანიე ეს ბოროტება“. როდესაც სიმონმა დაინახა, რა ცუდი შედეგი მოჰყვებოდა თავის არასწორ მოქმედებას, მოციქულებს სთხოვა, მისთვის ელოცათ, რომ დაეძლია ეს პრობლემა (საქმეები 8:18—24).
როგორ გავხდეთ ღვთის სამეფოს მოქალაქეები
რომელი ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოთ, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ღვთის სამეფოს მოქალაქე (საქმეები 10:34, 35). მთელ მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ სამეფოს მოქალაქეობა. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გაჩვენებენ, როგორ ტარდება ბიბლიის უფასო შესწავლა. შესწავლა კვირაში ერთხელ ტარდება და შეიძლება ამისთვის 10 წუთიც კი საკმარისი აღმოჩნდეს. სხვა რამეებთან ერთად, უფრო მეტს გაიგებთ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული „სასიხარულო ცნობის“ შესახებ, მათ შორის იმასაც, თუ როგორ აღმოფხვრის სამეფო კორუფციას (ლუკა 4:43). გულთბილად გიწვევთ, დაუკავშირდეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიოთ ვებ-გვერდს jw.org.
^ აბზ. 8 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.
^ აბზ. 22 მაგალითისთვის იხილეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია: „შესაძლებელია პატიოსნების შენარჩუნება კორუმპირებულ მსოფლიოში?“.