არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ მეფე დავითი ისტორიული პიროვნება იყო
ბიბლიის თანახმად ისრაელის მეფე დავითი ძვ. წ. მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა, მისი შთამომავლები კი ასობით წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას. მაგრამ ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ დავითი მოგვიანებით ხალხის მიერ გამოგონილი მითიური პერსონაჟი იყო. არსებობდა ნამდვილად მეფე დავითი?
1993 წელს არქეოლოგმა ავრაჰამ ბირანმა და მისმა გუნდმა ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ თელ-დანში აღმოაჩინეს ქვის ფრაგმენტი (სტელა), რომელზეც ამოტვიფრული იყო სიტყვები: „დავითის სახლი“. წარწერა შესრულებულია უძველესი სემიტური ასოებით და თარიღდება ძვ. წ. მე-9 საუკუნით. ეს უდავოდ იმ მონუმენტის ნაშთია, რომელიც არამეელებმა აღმართეს; ისინი ამით ისრაელებზე მოპოვებულ გამარჯვებებს იკვეხნიდნენ.
ერთ ნაშრომში აღნიშნული იყო: «წარწერას, „დავითის სახლი“, სკეპტიკოსები გამოუჩნდნენ ... თუმცა ბიბლიის მკვლევრებისა და არქეოლოგების უმეტესობა ერთხმად აღიარებს, რომ თელ-დანში აღმოჩენილი სტელა წარმოადგენს პირველ კონკრეტულ მტკიცებულებას, რომ ბიბლიაში მოხსენიებული მეფე დავითი ისტორიული პიროვნება იყო. ამ აღმოჩენას ერთ-ერთ უმთავრეს ბიბლიურ არქეოლოგიურ აღმოჩენად მიიჩნევს სამეცნიერო ჟურნალი „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“» (Bible History Daily).