არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თაყვანისცემა

თაყვანისცემა

მხოლოდ ვინ იმსახურებს თაყვანისცემას?

გმ. 34:14; კნ. 5:8—10; ეს. 42:8

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 4:8—10 — სატანამ იესოს უთხრა, რომ მსოფლიოს ყველა სამეფოს მას მისცემდა, თუ ის თაყვანს სცემდა, რაზეც იესომ უარი განუცხადა და უთხრა, რომ მხოლოდ იეჰოვა იმსახურებდა თაყვანისცემას.

    • გმც. 19:9, 10 — ანგელოზმა ნება არ დართო იოანე მოციქულს, მისთვის თაყვანი ეცა.

როგორ თაყვანისცემას მოელის ჩვენგან იეჰოვა?

ინ. 4:24; იაკ. 1:26, 27

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ეს. 1:10—17 — იეჰოვასთვის მიუღებელი იყო მათი თაყვანისცემა, ვინც მისი ნორმებით არ ცხოვრობდა, და თვალთმაქცობაში უთვლიდა.

    • მთ. 15:1—11 — იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა არ მოიწონებს მათ თაყვანისცემას, ვინც ღვთის კანონებზე წინ ადათ-წესებს აყენებს.

რატომაა მნიშვნელოვანი, რომ, თუ შესაძლებლობა გვაქვს, და-ძმებთან ერთად ვცეთ იეჰოვას თაყვანი?

ებ. 10:24, 25

იხილეთ აგრეთვე ფს. 133:1—3.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • სქ. 2:40—42 — პირველ საუკუნეში ქრისტიანები ერთად იკრიბებოდნენ, რომ ელოცათ, ერთმანეთი გაემხნევებინათ და ერთად შეესწავლათ წმინდა წერილები.

    • 1კრ. 14:26—40 — პავლემ მოუწოდა ქრისტიანებს, რომ კრების შეხვედრები გამამხნევებელი და ორგანიზებული ყოფილიყო, რათა ყველას შეძლებოდა მოსმენილის გაგება და სწავლა.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთისთვის ჩვენი თაყვანისცემა მისაღები იყოს?

მთ. 7:21—24; 1ინ. 2:17; 5:3

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ებ. 11:6 — მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ რწმენის გარეშე იეჰოვასთვის მიუღებელი იქნება ჩვენი თაყვანისცემა.

    • იაკ. 2:14—17, 24—26 — იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, ახსნა, რომ რწმენას თან უნდა ახლდეს საქმეები.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ქრისტიანები ასრულებენ?

რატომ გვსურს, საუკეთესო გავიღოთ ღვთის საქმეში?

იხილეთ აგრეთვე 1ტმ. 3:1.

რატომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ყველა ერთნაირად შევძლებთ ღვთის მსახურებას?

გლ. 6:3—5

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 25:14, 15 — იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ ის თავის მიმდევრებს ერთმანეთს არ ადარებს და იმაზე მეტის გაკეთებას არ მოელის მათგან, ვიდრე შეუძლიათ.

    • ლკ. 21:2—4 — იესოს თვალში ძალიან ფასობდა გაჭირვებული ქვრივის მცირედი შესაწირავი.

საიდან ვიღებთ იეჰოვას მსახურებისთვის საჭირო ძალას?

2კრ. 4:7; ეფ. 3:20, 21; ფლ. 4:13

  • ბიბლიური მაგალითი:

    • 2ტმ. 4:17 — მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ საჭირო დროს ყოველთვის იღებდა საჭირო ძალას.

რატომ გვანიჭებს სიხარულს გულმოდგინე მსახურება?

ფს. 40:8; ინ. 13:17; იაკ. 1:25

იხილეთ აგრეთვე მთ. 25:23.