JW ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐ
ხშირად დასმული კითხვები — JW მაუწყებლობა Roku-ზე
შესაძლოა, თქვენ არასწორად შეგყავთ საძიებო სიტყვები. იხილეთ JW მაუწყებლობის ჩამოტვირთვის ინსტრუქცია. ან შესაძლოა თქვენს მოწყობილობას არ აქვს უახლესი მხარდაჭერა. JW მაუწყებლობას აქვს მხარდაჭერა შემდეგ მოწყობილობებზე: Roku LT, Roku 1, Roku 2, Roku 3, და Roku Streaming Stick.
იხილეთ ენების ჩამონათვალი. ვიდეოები როკუს აპლიკაციის მეშვეობით ამ ჩამონათვალში მოცემულ ენებზე იქნება ხელმისწავდომი. ენის ასარჩევად გადადით საწყის გვერდზე განყოფილებაში პარამეტრები და დააჭირეთ ღილაკს ენების ჩამონათვალი.
JW მაუწყებლობის საწყის გვერდზე გამოიყენეთ ფუნქცია აირჩიეთ ენა.
JW მაუწყებლობის აპლიკაცია უფასოა.
როკუს ანგარიშის შესაქმნელად საჭიროა მოქმედი საკრედიტო ბარათი, რადგან Roku Channel Store-ში ყველაფერი არ არის უფასო. მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ გადასახდელი, თუ პირადად გადაწყვეტთ რამის ყიდვას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ როკუს დახმარების გვერდს.
JW მაუწყებლობის ზოგიერთი ვიდეოსთვის, რომლებსაც როკუს მედიაფლეიერის მეშვეობით უყურებთ, დროებით არ არის ხელმისაწვდომი ფუნქცია სუბტიტრებით ყურება. თუმცა თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით გახსნათ ვებ-გვერდი tv.mt1130.com და უყუროთ ვიდეოებს სუბტიტრებით. სუბტიტრების ჩასართავად გახსენით პარამეტრების გვერდი და აირჩიეთ ფუნქცია ჩართე ხელმისაწვდომი სუბტიტრები.
სთხოვეთ დახმარება მეგობარს, რომელიც კარგადაა გაცნობილი როკუს მოწყობილობას ან JW მაუწყებლობას. თუ თქვენი კითხვა როკუს მოწყობილობას ან ანგარიშს ეხება, ეწვიეთ როკუს ონლაინ დახმარების გვერდს. თუ სირთულეს JW მაუწყებლობის აპლიკაცია გიქმნით, შეავსეთ და გააგზავნეთ ონლაინ დახმარების ბლანკი, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.